
უკრაინელმა სუპერმძიმეწონოსანმა ალექსანდრ უსიკმა (18-0, 13 КО) ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის წინ ინგლისის ნაკრებს მიმართა. მას მიაჩნია, რომ ანდრეი შევჩენკოს გუნდს ნახევარფინალში გასვლა შეუძლია.
"ბოდიში, ინგლისო, უკრაინა შენ დაგანგრევს. უკრაინა - ჩემპიონი", - წერს უსიკი თავის "ინსტაგრამის" გვერდზე.
უკრაინისა და ინგლისის ნაკრებების მატჩი რომში 3 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.