ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი კონორ მაკგრეგორის განცხადებას ეხმაურება. შეგახსენებთ, გუშინ კონორმა კარიერა დაასრულა.
"თუ არაფერი მეშლება, მახსოვს, შენ მაიკ ტაისონს დაჰპირდი, რომ ჩვენს მეორე ბრძოლაში მე დამამარცხებდი, ახლა კი კარიერას ასრულებ. მეგონა, ისტორიაში საუკეთესოს დამარცხება გინდოდა. თუ მოგინდება ამის გაკეთება, მე მზად ვარ კიდევ ერთხელ დაგსაჯო." - წერს ფლოიდი "ინსტაგრამზე".
შეგახსენებთ, მეივეზერი და მაკგრეგორი ერთმანეთს 2017 წელს შეხვდნენ, სადაც ამერიკელმა მოკრივემ მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით სძლია ირლანდიელს.