5 მოკრივე, რომლებისაც მთელ კრივის სამყაროს ეშინოდა

AutoSharing Option
კრივი ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და პატივცემული სპორტის სახეობაა. უხსოვარი დროიდან იყვნენ მოკრივეები, რომლებისაც მთელ სამყაროს ეშინოდა და არავის სურდა მათთან დაპირისპირება.

ჩვენ ვისაუბრებთ უკანასკნელი წლების ყველაზე აგრესიულ და ძლიერი დარტყმის მქონე მებრძოლებზე, ისეთებზე, ვინც მოწინააღმდეგეს ბრძოლამდე უგებდა, ხოლო რინგზე სერიოზულ ზიანს აყენებდა: უმტვრევდა ყბებს, ნეკნებს, უხეთქავდა წარბს და აყენებდა სხვადასხვა ჭრილობას. გთავაზობთ ასეთი მოკრივეების ხუთეულს.

5. ერნი შეივერსი
Адский раунд. "Ларри Холмс - Эрни Шейверс". Предыстория и описание ...
ერნი შეივერსი ფერმაში გაიზარდა. სოფლელი ბიჭები კი, რომლებიც პატარაობიდანვე ფიზიკურად შრომობენ, შედარებით ძლიერები იზრდებიან.

მებრძოლების ერთ-ერთი საჭირო და ეფექტური ვარჯიშია, როცა საბურავს უროს
ურტყამენ. ეს დარტყმის ძალის გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშოა. ერნი კი საბურავის ნაცვლად შეშებს ჭრიდა.

შესაძლოა, ბიჭუნას არ მოსწონდა მუშაობა, მაგრამ ამ ყველაფერმა მას ძლიერი ხელები და კარგად განვითარებული კუნთები მისცა. რინგზე ის ბრწყინავდა და გულშემატკივარს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დამრტყმელად დაამახსოვრა თავი.

მუჰამედ ალიმ ერთხელ თქვა, ერნიმ ისე ძლიერად მომარტყა, ხმა ჩემმა აფრიკელმა წინაპრებმა აფრიკაშიც გაიგესო.

4. რობერტო დიურანი
Top 12 Greatest Wins by Roberto Duran: Hands Of Stone's Greatest ...
თუ თქვენ არ გაქვთ ნანახი ფილმი "ქვის ხელები", მაშინ შეგიძლიათ დაუყოვნებლივ "ჩაუჯდეთ" და ეზიაროთ დიდებული დიურანის ისტორიას. თავის დროზე რობერტო 4 წონით კატეგორიაში იბრძოდა და ოთხივე მათგანში ტიტულს ფლობდა.

გამართული შეხვედრების 70% ნოკაუტით დასრულდა. ხალხმა იცოდა - თუ რობერტო ჩხუბობს, ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელდება.

3. როკი მარჩიანო
Rocky Marciano retired at 49-0 on this date 64 years ago
როკი მძიმე წონის ნამდვილი მეფე იყო. მას ვერავინ ერეოდა და შესაბამისად, კარიერაც დაუმარცხებლის სტატუსით დაასრულა.

შესაძლოა, მარჩიანო არ გამოირჩეოდა დიდებული და დახვეწილი ტექნიკით, თუმცა ძლიერი ნებისყოფა, მყარი ფსიქოლოგია და ძლიერი დარტყმები ნებისმიერ დანაკლისს ანაზღაურებდა.

2. ჯორჯ ფორმანი
George Tillman Jr Set To Direct 'George Foreman' Biopic (EXCLUSIVE ...
მას შემდეგ, რაც ჯორჯ ფორმანმა დაუმარცხებელი ჯო ფრეიზერი უბრალოდ გაანადგურა და ბავშვივით სცემა, მან კრივის სამყაროს ყურადღება სამუდამოდ მიიპყრო. რინგზე ის მოწინააღმდეგეებს ერთიმეორის მიყოლებით ანოკაუტებდა. მარჩიანოსავით, ისიც არ გამოირჩეოდა დიდებული ტექნიკით, თუმცა ფიზიკური ძალა არაამქვეყნიერი ჰქონდა.

ერთხელ ფორმანმა კრივს თავი 10 წლით დაანება, თუმცა შემდეგ მაინც დაბრუნდა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მას ისეთი ფიზიკური კონდიციები აღარ ჰქონდა, თუმცა მაინც საშიშად იყო მიჩნეული. ამბობენ, თავად ტაისონსაც ეშინოდა მისი და არ სურდა, რინგი ჯორჯთან გაეყო.

1. მაიკ ტაისონი
I Wouldn't Win The Real Fight"- Mike Tyson Calls Muhammad Ali the ...
ალბათ, ტაისონის პირველი ადგილი არავის გაუკვირდა. დაუჯერებელი სისწრაფე, რეაქცია, ძალა და გადაადგილება - ეს ყველაფერი მაიკ ტაისონზეა.

მაიკი ნამდვილად იყო ის მებრძოლი, რომელიც მოწინააღმდეგეებს ჯერ კიდევ ბრძოლამდე ფსიქოლოგიურად ანადგურებდა. მისი ნამდვილად ეშინოდათ. ამას ემატებოდა მაიკის ცხოველური აგრესია, რომელიც მოკრივეს დამატებით უპირატესობას აძლევდა. ის იმდენად შედიოდა აზარტში, რომ ზოგჯერ რეფერი ვერც აშველებდა მას.

თქვენ ვინ მიგაჩნიათ ყველაზე საშიშ მებრძოლად?

მკითხველის კომენტარები / 6 /
1)ტაისონი
2)ლენოქს ლუისი
3)როი ჯონსი(უმცროსი)
და მუჰამედ ალი სად არის ამ დროს?
ტროლუკა
22:15 25-07-2020
0
1. ტაისონი
2. ალი
3. როი ჯონს (უმცროსი)
4. ფორმენი
5. მარჩიანო
ვახო...
17:30 06-07-2020
7

სიახლეები პოპულარული