მან მეივეზერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა, იყო ჩემპიონი, ნარკოტიკებმა და ალკოჰოლმა გააღატაკა და უსახლკაროდ ქუჩაში გარდაიცვალა

AutoSharing Option
50-იანების ბოლოს დაბადებულმა როკი ლოკრიჯმა კრივის ოლიმპის დაპყრობა 19 წლის ასაკიდან დაიწყო. პირველი მოწინააღმდეგე ტონი რინდი ადვილად დაანოკაუტა.

Sportall.Ge

შემდეგ ჰქონდა 16-მატჩიანი წაუგებელი სერია, რითაც WBA-ს ჩემპიონთან, ეუსებიო პედროსასთან ბრძოლა დაიმსახურა. მაშინ პედროსა უფრო ძლიერი იყო და ჩვენი სტატიის გმირი 12-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

4 წლის შემდეგ მოკრივეები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს და ამჯერად ეუსებიო კიდევ უფრო დამაჯერებლად დაჯაბნის როკის.

თუმცა ლოკრიჯი არ დანებდა გამოწვევას, მოიმატა წონაში, ავიდა ნახევრად მსუბუქ კატეგორიაში და გახდა ჩემპიონი, როცა პირველივე რაუნდში როჯერ მეივეზერი, ფლოიდ
მეივეზერის ბიძა და მწვრთნელი, დაანოკაუტა.

Sportall.Ge

ლოკრიჯის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მოწინააღმდეგე ლეგენდარული მექსიკელი ხულიო სეზარ ჩავესი იყო, რომელიც ამერიკელმა 1986 წელს დაამარცხა.

Sportall.Ge

თუმცა 1987 წელს ბარი მაიკლი დაამარცხა და ისევ ჩემპიონი გახდა. დიდებასთან ერთად მასთან მოვიდა: ფული, ალკოჰოლი და ნარკოტიკები.

Sportall.Ge

ძლიერი დამოკიდებულების შედეგად, როკის მეუღლე გაშორდა და თან ბავშვებიც წაიყვანა. მოკრივე სერიოზულ პრობლემებთან მარტო აღმოჩნდა. მალე ფულიც დაუმთავრდა და რინგზე დაბრუნება გადაწყვიტა.

"ნემსზე 20 წლის წინ დავჯექი. მაშინ დაიწყო პრობლემები ალკოჰოლთან. ჩემმა ცოლმა ბავშვები წაიყვანა და წავიდა. სიმართლე გითხრათ, ისინი იმ დღის შემდეგ აღარც მინახავს." - აღიარებს მოკრივე.

Sportall.Ge

ამის შემდეგ მებრძოლი ციხეში აღმოჩნდა, ხოლო გათავისუფლების შემდეგ არანაირი საარსებო საშუალება აღარ ჰქონდა და უბრალოდ მაწანწალა გახდა, რომელიც ქუჩაში ცხოვრობდა.
"ყველაზე ძლიერი დარტყმები რინგზე არ მიმიღია. უმძიმესი დარტყმები მივიღე ადამიანებისგან, რომლებიც მეგობრები მეგონა. დიახ, ცხოვრებაში უამრავი შეცდომა დავუშვი, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მაგრამ არც ერთი არ მოსულა და დახმარება არ შემოუთავაზებია. მათთვის მე მხოლოდ ფულის მოპოვების მანქანა ვიყავი. როგორც კი შევწყვიტე მოგების მოტანა, მომისროლეს და დამივიწყეს."

Sportall.Ge

საკუთარი ცხოვრების გადატვირთვას ის მწვრთნელად ან მენეჯერად გახდომით აპირებდა, თუმცა მანქანამ გაიტანა და იმდენად მძიმე ტრავმა მიიღო, რომ უბრალო სამსახურსაც ვერ შოულობდა. გადაადგილება მხოლოდ ყავარჯნით შეეძლო.

2019 წელს როკი ლოკრიჯი ინსულტის გართულების შედეგად გარდაიცვალა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
როდესაც გაგიჭირდება და ღმერთმა არ გაგიჭირვოთ ნურავის იმედზე ნუ იქნები საკუთარი თავის გარდა.... ვინც გგონია რომ შენს გვერდზეა სწორედ ის იქნება გულგრილი და ვისგანაც არ ელოდები ის უფრო დაგიდგება გვერდით...ცხოვრებისგან დარტყმების ატანა უნდა შეგეძლოს წამოდგე და განაგრძო გზა სხვას არ გადააბრალო შენი ასეთი მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს შეცდომები პიროვნებად გაყალიბებს ზოგჯერ საჭიროცააა დაუშვა ის...
აკაკი
01:01 30-07-2020
1
მტერსა მტერმან ვერა უყოს,ოდეს კაცმა თავის თავსა. შოთა რუსთაველი
ავჭალიდან
17:21 23-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული