მეივეზერმა ყველა დროის საუკეთესო 5 მოკრივე დაასახელა, თავისი თავი პირველზე დააყენა - არ აქვს მიზეზი თუ?

AutoSharing Option
მსოფლიოს ექსჩემპიონი 5 წონით კატეგორიაში, ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი საუკეთესო მოკრივეების ხუთეულს ასახელებს, თავისი თავი კი ნომერ პირველად აირჩია.

მან თავის კარიერაზე მესამე პირში ისაუბრა:
"მან უფრო მეტი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა, ვიდრე სხვა დანარჩენებმა და ეს ყველაფერი უმოკლეს ვადაში მოახერხა. ის მოწინააღმდეგეებს უზუსტეს დარტყმებს აყენებდა, ხოლო დაცვაში გენიალურად მუშაობდა. ის 18 წლის განმავლობაში 5 სხვადასხვა წონით კატეგორიაში იყო ჩემპიონი."

მეორე ადგილზე ფლოიდმა რობერტო დიურანი დაასახელა. მესამე მის სიაში პერნელ უითაკერი გახდა, მეოთხე - ხულიო სეზარ ჩავესი.

ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივე მუჰამედ ალის, რომელსაც
კრივის ბევრი გულშემატკივარი და ექსპერტი ყველა დროის საუკეთესოდ მიიჩნევს, ფლოიდმა მეხუთე პოზიცია შეურჩია.

მისი სიტყვებიდან გამომდინარე, ალი მხოლოდ ერთ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და სამჯერ დამარცხდა კენ ნორტონთან. ერთადერთი, რის გამოც ის პატივისცემას იმსახურებს, მტკიცე ხასიათი და აფროამერიკელების დახმარებაა.

აღსანიშნავია, რომ მეივეზერმა კარიერის განმავლობაში 50 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც ყველა მოიგო, 27 კი ვადაზე ადრე დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რავი ძმაო აი ელემენტარული ტესტი ჩავატაროთ: ვინც ტაისონს მიიჩნევს საუკეთესოდ იმ ხალხის უმეტესობას მათ შორის მეც ლაივშიც არ გვაქვს ნანახი მისი ჩხუბი, მითუმეტეს პრაიმ წლები, ასევე უფროსებსაც ალბათ გაზეთებიდან და გამეორებებიდან ექნება თავის დროზე მის შესახებ ყური მოკრული... მიუხედავად ამისა მაინც ტაისონი ევასება ბევრს, და ყველას ურჩევნია... ფლოიდის ბრძოლები კი ბატონო ნანახიც გვაქვს ლაივში ვიცით ძაან ძლიერი, ტექნიკური, გამძლე და საუკეთესო ტიპია ამ ერაში პროსტა ოცდაათი წლის უკან კაცი რო ურჩევნია ხალხს რომელსაც დებილს ეძახის გამოყლევებული მედიის ნახევარზე მეტი მთელი წლები რავი რაღაცას უნდა ნიშნავდეს...
რკინის მაიკი საუკეთესო იყო იმ მცირე მოღვაწეობაში რაც მოახერხა, კარგი სასტავი და როგორც მინიმუნ უღალატო ოჯახი რო ყოლოდა წარმოდგენაც არ მინდა რა შეეძლო...
არჩილი
18:55 16-06-2020
0
Meivezeri martlac zlieria tumca taisoni sxvagan iyo saertod. Lenoqsi rom daavicyda es kide sxvaa temaa.
Milani
23:06 10-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული