კრივის 51 წლის ლეგენდას, როი ჯონსს, UFC-ის ლეგენდასთან, 45 წლის ანდერსონ სილვასთან კრივის წესებით ორთაბრძოლის გამართვა უკვე წლებია სურს. ერთ თვეში ჯონსი 54 წლის მაიკ ტაისონს 8-რაუნდიან საჩვენებელ ბრძოლაში დაუპირისპირდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯონსი მზადაა ანდერსონთან ბრძოლის იდეა დეტალურად განიხილოს. აღსანიშნავია, რომ სილვასა და როის ბრძოლა 2010 წლიდან სურთ.
"ხალხი წლობით საუბრობდა ჯონსისა და სილვას ბრძოლაზე, ბევრად ადრე, ვიდრე მაკგრეგორისა და მეივეზერის შეხვედრა გაიმართა. ჩვენ უნდა გვეჩხუბა პირველებს. თანაც, მაკგრეგორისგან განსხვავებით, ანდერსონს კრივში გამოცდილება აქვს. გამომდინარე აქედან, ეს უფრო კონკურენტული
ბრძოლა იქნება, თანაც ასაკი მოგვემატა. ჩვენი ორთაბრძოლა დიდი მოვლენა იქნება. ის უფრო მასშტაბური მოვლენა იქნებოდა, ადრე თუ შევხვდებოდით, მაგრამ ახლაც აქტუალურია.
თუმცა არასდროს თქვა "არასდროს". მაიკ ტაისონთანაც მეგონა, რომ ვეღარასდროს შევებრძოლებოდი, მაგრამ შესაძლებლობა ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს." - ციტირებს როი ჯონსს mmafighting-ი.