ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, იგივე "ჩაქუჩა", ამერიკის საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს, რაც სპორტსმენმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
"მოგესალმებით გულშემატკივრებს, მეგობრებს, ნათესავებს. მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. თავისუფლება ზუსტად ისეთია, როგორიც გახლავართ მე.
გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ დარჩენილი რამოდენიმე ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთწლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა, რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში.
რაღა დაგიმალოთ და, უკეთეს პირობებში, რაც
კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს, არ დაგზარდებით და აგისახავთ ამა თუ იმ პირობებს, ფეხბურთის სტადიონი სტანდარტებში მოთავსებული, ირბინე ენის წაგდებამდე, არაა პრობლემა კრუგზე შტანგების და ტრენაჟორების დარბაზი, ტიხარი გვერდით სარბენი მანქანები ერთი ოთხი, რა ვიცი სკაკალკები, მძიმე ბურთები, პრესის საკაჩაო დანადგარები და სხვადასხვა ესეთი მოსამზადებელი საშუალება, რაც ჩემს ქვეყანაში არასდროს არ მქონია.
ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ ესეთ პირობებში მყოფი ავთანდილ ხურციძე და მზად მყოფი კარიერის კარიერის გასაგრძელებლად. დიდი მადლობა ამერიკას დროულად გათავისუფლებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფაქცევით და დისციპლინის, მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს, ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის ბოლომდე გვერდით დგომისთვის. პატივისცემით, თქვენი ავთანდილ ხურციძე." - დაწერა სპორტსმენმა.
შეგახსენებთ, ხურციძე 2017 წელს დააპატიმრეს და 2018 წელს ამერიკულმა სასამართლომ რეკეტში მონაწილეობის მიღებასა და კრიმინალურ სინდიკატთან კავშირის გამო 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამჟამად "ჩაქუჩა" 42 წლისაა.