მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მაღალი მიღწევების სპორტთან ერთად კრივის მასობრიობასადა ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობაზე. ფედერაციის მხრიდან ახალგაზრდებთან მუშაობის კუთხით საინტერესო პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში კი სამინისტროს მხრიდან დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიებაზე ისაუბრა.
თეა წულუკიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ფედერაციამ იზრუნოს საგანმანათლებლო პროცესზეც
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფედერაციის მიერ გაწეულ სამუშაოს, რის შედეგადაც ქართულმა კრივმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწია. ჩვენი მოკრივეები შედეგიანად ასპარეზობენ ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატებზე. საქართველომ უმასპინძლა მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირებს და კრივის საერთაშორისო ფედერაციისგან უმაღლესი შეფასება მიიღო. ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა აღნიშნა, რომ დიდი ყურადღება ეთმობა ქალთა კრივის განვითარებას. ამ ეტაპზე ჰყავთ 3 პერსპექტიული მოკრივე, რომლებიც ასაკობრივ ტურნირებზე წარმატებით ასპარეზობენ. ამასთან, კრივის სექციებზე მუდმივად იზრდება ქალ მოკრივეთა რაოდენობა.
შეხვედრის ბოლოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა თეა წულუკიანს და სოსო გიორგაძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა გამოხატა.
წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
თეა წულუკიანი "ლანჩხუთს" შეხვდა და მხარდაჭერა აღუთქვა
მინისტრი თეა წულუკიანი კალათბურთის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესს გაეცნო
ლაშა გუჯეჯიანი გამორჩეულ დაფასებას და პატივისცემას იმსახურებს - თეა წულუკიანი