უკრაინელი დაუმარცხებელი მებრძოლი, ოლექსანდრ უსიკი სამშობლოში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტების შემდეგ დაბრუნდა.
მოკრივე ომის დაწყებამდე ინგლისში იმყოფებოდა, თუმცა როგორც კი რუსეთმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა და თანამოძმეებს მხარში ამოუდგა.
შეგახსენებთ, ოლექსანდრს გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკრიტიკებდნენ, რომ კონფლიქტთან დაკავშირებით ყველაფერს თავს არიდებდა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ათლეტმა ყველანაირი ინფორმაცია უარყო და ისიც დააყოლა, რომ მის სამშობლოში არსებული სიტუაცია ტრაგიკულია.
"ძვირფასო უკრაინა, ძვირფასო უკრაინელებო, ზოგიერთებმა დაწერეს, რომ გავიქეცი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, სახლში ვარ, ინგლისიდან უკან დავბრუნდი. მეგობრებო,
ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რადგან განსაკუთრებული სირთულეების წინაშე ვდგავართ.
ემოციებისგან დაცლილი ვარ, ვცდილობ ვიზრუნო ჩემს ქვეყანასა და ხალხზე. თანამოძმეებო, ომი ერთად უნდა შევაჩეროთ" - განაცხადა მებრძოლმა საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე.
შეგახსენებთ, უსიკის გარდა ფრონტის წინა ხაზზე ასევე ლეგენდარული მოკრივე, ვიტალი კლიჩკო იბრძვის.
მომზადებულია dailymail-ის მიხედვით
ძირს ოკუპაცია
ძირს ოკუპაცია