ავთანდილ ხურციძემ საპატიმრო დატოვა - რას წერს ქართველი მოკრივე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

AutoSharing Option
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, იგივე "ჩაქუჩა", თავისუფალია. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს - "მე დავბრუნდი".

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.

2018 წლის სექტემბერში ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მას 10 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
არ იყო დამნაშავე?
...
01 მაისი 2023 08:38
0
სექტემბერში უნდა გამოსულიყო და რატპმ გაუგრძელეს?
ჯუჯი
29 აპრილი 2023 06:59
0
თვალი.....სული....
გიული
27 აპრილი 2023 21:01
1
ჩაქუჩა ციხიდან გამოვიდა. აწი რა გვეშველება?!
ლურსმანა
27 აპრილი 2023 19:06
10
მას კიდევ დარჩა კარიერის რამდენიმე წელი, ასე, რომ ბევრს მოხდება თავსა და ყბებში მაგის ჩაქუჩი.
ჟორა
27 აპრილი 2023 18:22
7
არც ერთი წუთით არ დამიჯერებია მისი ბანდიტობა! ("ჩაქუჩას" ჰაკერობა ხომ ანეკდოტია, საერთოდ!). თუ გავითვალისწინებთ, სხვადასხვა დროს, რამდენ სპორტსმენს უკრეს თავი ციხეში და გზა გაუხსნეს მათთვის სასურველს, არ გამკვირვებია მისი დაჭერა. (გავიხსენოთ, ტაისონმა რისთვის ხეხა ციხე: ვიღაც "კდემამოსილი მანდილოსანი" რომ სასტუმროში წაჰყვა და ღამე მასთან იგორავა, "გაუუპატიურებია", თურმე! (არადა, რას წარმოიდგენდა, ასეთ რამეს თუ აკადრებდა მაიკლი!). ჩვენს ხელისუფლებას რომ თითი არ გაუტოკებია ხურციძის დასახმარებლად, ესეც ძალიან გულსატკენი იყო ჩემთის...
ძალიან გამიხარდა!
27 აპრილი 2023 15:13
35
წამროდგენა არ გაქვს რაზე ლაპარაკობ!
gia
27 აპრილი 2023 16:37
8
არ ვიცი რა ინფორმაცია გაქვს მაგრამ სულ რაჟდენას გვერდით იუო ის წლები, ისევ ქართველებს ართმევდნენ ფულს, უფასოდ ქეიფობდნენ ისევ ქართველების რესტორნებში, ვინმე თუ წინააღმდეგობას გაუწევდა ჩაქუჩა ერეოდა ხოლმე საქმეში და უცემია კიდეც ქართველი ბიჭები იმის გულისთვის რომ ფულს არ უხდიდნენ. თუ მე ტყუილს ვწერ იკითხეთ ბრუკლინში და ყველაფერს გეტყვიან რასაც აკეთებდნენ
ყველას გაგვიხარდა
27 აპრილი 2023 16:23
3

სიახლეები პოპულარული