"ბრძოლა მოაგებინეს, რადგან უკრაინაში ომია" - ფიური უსიკთან მარცხის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ტიტულების გამაერთიანებელ ორთაბრძოლაში WBA, WBO, IBF და IBO-ს ვერსიით უკრაინელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ალეკსანდრ უსიკმა WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ბრიტანელი ჩემპიონი ტაისონ ფიური დაამარცხა.

ბრძოლის შემდეგ ფიურიმ განაცხადა, რომ გამარჯვებას თავად იმსახურებდა, თუმცა იმის გამო, რომ უკრაინაში ომია, მსაჯებმა უსიკს მოაგებინეს.

"მისი ქვეყანა ომშია, ხალხი კი გვერდში უდგას მას, ვის ქვეყანაშიც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ეს ბრძოლა მე მოვიგე", - განაცხადა ფიურიმ.

altუსიკმა ფიური დაამარცხა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
ახლაც მგონია რომ ფიური უსიკზე უკეთესი მოკრივეა, ბევრად უფრო ცუდი და უდისციპლინო ხასიათით. მგონია რომ რევანშს და შემდეგში ტრილოგიას თუ ფორმაში შეხვდება, აუცილებლად მოუგებს უსიკს, მაგრამ ამ ბრძოლაზე იმის თქმა, რომ უსიკს უკრაინელობის გამო მისცეს გამარჯვება რავიცი, რბილად რომ ვთქვათ უგუნურობა და არაკაცობაა. პოლიტიკური მიზეზებით გამარჯვების მოპარვაზე თუა საუბარი, პიოტრ იანს მართლა მოპარეს მოგებები ალჯოსთანაც და ომალისთანაც, მაგრამ გუშინ უსიკმა ფიური კითხვის ნიშნების გარეშე დაამარცხა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
პნდ
15:18 19-05-2024
2
ტიპი რა უნამუსოა ნოკაუტში იყო და გამარჯვება მომპარესო. მატჩ რევანში აუვცილებლად ნოკაუტით მოიგებს უსიკი.
G.LA
15:11 19-05-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული