"ბრძოლა მოაგებინეს, რადგან უკრაინაში ომია" - ფიური უსიკთან მარცხის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ტიტულების გამაერთიანებელ ორთაბრძოლაში WBA, WBO, IBF და IBO-ს ვერსიით უკრაინელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ალეკსანდრ უსიკმა WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ბრიტანელი ჩემპიონი ტაისონ ფიური დაამარცხა.

ბრძოლის შემდეგ ფიურიმ განაცხადა, რომ გამარჯვებას თავად იმსახურებდა, თუმცა იმის გამო, რომ უკრაინაში ომია, მსაჯებმა უსიკს მოაგებინეს.

"მისი ქვეყანა ომშია, ხალხი კი გვერდში უდგას მას, ვის ქვეყანაშიც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ეს ბრძოლა მე მოვიგე", - განაცხადა ფიურიმ.

altუსიკმა ფიური დაამარცხა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
მიხარია უსიკის გამარჯვება და მხოლოდ მისი უკრაინელობის გამო კი არა,იმიტომაც,რომ კაცივით იქცევა,ფიურისაგან განსხვავებით.
სოსო
09:34 19-05-2024
2
იმიტომ დაბარბაცებდი რინგზე და მსაჯს ეხვეწებოდი მიშველეო :)))
საბა
09:31 19-05-2024
2

სიახლეები პოპულარული