
პარიზის ოლიმპიადაზე კრივში, მერვედფინალში ლაშა გურულმა (67 კგ) აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დაამარცხა.
ხუთივე მსაჯმა გამარჯვება 26 წლის ქართველს მიანიჭა.
გურული მეოთხედფინალში ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს შეხვდება. ბრძოლა 1-ელ აგვისტოს ჩატარდება და გამარჯვების შემთხვევაში პრიზიორი გახდება, რადგან ნახევარფინალში გასვლა მინიმუმ ბრინჯაოს მედლის მოპოვების ტოლფასია.