გურულმა აზერბაიჯანელ მეტოქეს სძლია და მედლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

AutoSharing Option
პარიზის ოლიმპიადაზე კრივში, მერვედფინალში ლაშა გურულმა (67 კგ) აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დაამარცხა.

ხუთივე მსაჯმა გამარჯვება 26 წლის ქართველს მიანიჭა.

გურული მეოთხედფინალში ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს შეხვდება. ბრძოლა 1-ელ აგვისტოს ჩატარდება და გამარჯვების შემთხვევაში პრიზიორი გახდება, რადგან ნახევარფინალში გასვლა მინიმუმ ბრინჯაოს მედლის მოპოვების ტოლფასია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ყოჩაღ წარმატებები
ლაშა 19
23:14 29-07-2024
0
ყოჩაღ! მეტოქეს ტაქტიკურად აჯობა. დამრჩა შთაბეჭდილება რომ კარგადაა მომზადებული, როგორც მენტალურად ასევე ფიზიკურად. ოღონდ მესამე ტაიმში ნამეტანი დრო გაყავდა, წინ თანაბარ ბრძოლაში ესეთი საქციელი შეიძლება წაგების ტოლფასი იყოს. (მსაჯები აქტიურობასაც აფასებენ თანაბარ ბრძოლაში)
მეოთხედფინალში ყაზახს შეხვდება, რომელიც საკმაოდ აგრესიულია და ტემპში ჩხუბობს. მასთანაც სწორი ტაქტიკა უნდა შეარჩიოს და უაზრო ჩხუბში არ აჰყვეს.
აბა წარმატებები 1 აგვსტოს ლომო!
ბესო
00:28 30-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული