პარიზის ოლიმპიადაზე კრივში, მერვედფინალში ლაშა გურულმა (67 კგ) აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დაამარცხა.
ხუთივე მსაჯმა გამარჯვება 26 წლის ქართველს მიანიჭა.
გურული მეოთხედფინალში ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს შეხვდება. ბრძოლა 1-ელ აგვისტოს ჩატარდება და გამარჯვების შემთხვევაში პრიზიორი გახდება, რადგან ნახევარფინალში გასვლა მინიმუმ ბრინჯაოს მედლის მოპოვების ტოლფასია.
მეოთხედფინალში ყაზახს შეხვდება, რომელიც საკმაოდ აგრესიულია და ტემპში ჩხუბობს. მასთანაც სწორი ტაქტიკა უნდა შეარჩიოს და უაზრო ჩხუბში არ აჰყვეს.
აბა წარმატებები 1 აგვსტოს ლომო!