ლაშა გურული კუბელ ბორხესსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი მოკრივის პირველი მედალი ოლიმპიურ თამაშებზე 24-წლიანი პაუზის შემდეგ - ლაშა გურული (63,5 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მეოთხე მედალი მოუტანა.

ნახევარფინალში 27 წლის ქართველი სპორტსმენის მეტოქე კუბელი ერისლანდი ალვარეს ბორხესი იყო, რომელმაც ლაშასთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. გურულმა უდიდეს წარმატებას მიაღწია და რამაზ ფალიანისა (1992 წელი, ბარსელონა) და ვლადიმერ ჭანტურიას (2000 წელი, სიდნეი) შემდეგ გახდა რიგით მესამე ქართველი მოკრივე, რომელიც ოლიმპიადაზე საპრიზო მესამე ადგილზე გავიდა. ლაშამ მერვედფინალსა და მეოთხედფინალში შესაბამისად, აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვსა და ყაზახ ბაზარბაი
მუჰამედსაბირს დამაჯერებლად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე აჯობა და უმაღლესი დონის კრივი აჩვენა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში გურული თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს გამორჩეული მოკრივეა განსაკუთრებული სტილითა და იმ დამაჯერებლობით, რასაც რინგზე თითოეული შეხვედრისას აჩვენებს, მოწინააღმდეგეებისთვის დაუძლეველ ბარიერად იქცა. ის 2021 და 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს და 2022 და 2024 წლების ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. 2023 წელს ის ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა და ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

მომზადებულია საქართველოს კრივის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
ამას ვიძახდი, როცა მოიგო მაშინ რომ დატინგიცობდა და ამცირებდა მეტოქეს არ შეიძლებათქო, ხვალ შენ წააგებ და მეტოქეს პატივი უნდა სცე სულ მეთქი.
სალომე
09:38 05-08-2024
4
ასეთი არასწორი სათაური უხერხულია! ანუ რომ დამარცხდა, მაგიტომ და სწორედ რომ მაგით მოიპოვა ის ბრინჯაოს მედალი?! მაშინ ყოჩაღ მაგას, კიდევ კარგი რომ დამარცხდა, თორემ დავრჩებოდით უმედლოდ, იფიქრებდა ადამიანი! იქნებ დაწეროთ რომ: მართალია დამარცხდა, მაგრამ მაინც ერგო ბრინჯაოს მედალი. ისე ეგ მედალი ფაქტიურად მაგ ბრძოლამდე უკვე ჰქონდა მოპოვებული და საერთოდ მაინც საქებარია ეგ ბიჭი, ჟურნალისტიკას კიდევ მიხედვა არ აწყენდა!
გიორგი
09:36 05-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული