გერმანელი მორბენალის, ალისა შმიდტის სახელი ბევრს არაფერს არ გეტყვით, მაგრამ "ინსტაგრამზე" გერმანიის პირველ ჩოგანზე, ანგელიკ კერბერზე უფრო მეტი ხელისმომწერი ჰყავს. 2017 წელს ალისა ჟურნალმა Busted Coverage-მ მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად დაასახელა.
"იმ დღეს საწოლზე ვიჯექი და ყურადღება მივაქციე, რომ ჩემი ხელისმომწერთა რაოდენობა გეომეტრიული სიმეტრიით იზრდებოდა. ცოტა ხანში ძმამ მომწერა, რომ მთელი ინტერნეტი ჩემზე საუბრობდა. "დავგუგლე" და ჩემს თვალებს არ დავუჯერე! სხვადასხვა ენებზე ნაწერი სტატიები გამომიგდო, რომელთა უმეტესობა არ მესმის", - ციტირებს შმიდტს "ბილდი".
მას "ინსტაგრამზე" თითქმის 800 000 ხელისმომწერი ჰყავს, მსოფლიოს
ყოფილ პირველ ჩოგანს, კერბერს კი მხოლოდ 658 000.
"ამის დაჯერება მიჭირს, კერბერი გერმანიის ყველაზე ცნობილი ქალი სპორტსმენია. ის ხატია, მე კი ასეთი არ ვარ", - გაიკვირა შმიდტმა.
შმიდტმა განაცხადა, რომ სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული, მაგრამ სპორტზე თავის დანებებას არ აპირებს.
21 წლის ალისამ "პლეიბოის" მოდელობაზე უარი თქვა, ვინაიდან სპორტი მისთვის ჯერჯერობით უპირველესია და უნდა პოპულარობა სპორტით მოიპოვოს და არა გარეგნობით.
მისი უმაღლესი მიღწევა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ესტაფეტაში (4х400 მ) მოპოვებული ბრინჯაოს მედალია.
შმიდტს ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღება სურს, მაგრამ მიზანთან ჯერ შორსაა, რამეთუ 400-მეტრიან დისტანციაზე მისი რეკორდი 53.66-ია, ხოლო ოლიმპიური ნორმატივი გაცილებით მაღალია - 51,35.