რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციამ World Athletics-ს დაკისრებული ჯარიმა განსაზღვრულ ვადებში არ გადაუხადა, რაც რუსეთის წარმომადგენლებს მძლეოსნობის საერთაშორისო შეჯიბრებებში ნეიტრალური სტატუსით მონაწილობის მიღების უფლების ჩამორთმევას ნიშნავს.
რუსულ ფედერაციას 5 მილიონი დოლარი სპორტსმენის დოკუმენტების გაყალბების გამო უნდა გადაეხადა, თუმცა, ორგანიზაციის პრესმდივნის განცხადებით, ეს თანხა არ გააჩნიათ და გადახდაც ამიტომ ვერ შეძლეს.
დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება 12 მარტს იქნა მიღებული და რუსულ მხარეს 1-ლი ივლისის ჩათვლით უნდა გადაეხადა ზემოთაღნიშნული თანხა. თუმცა, ჩრდილოური მეზობლის მძლეოსნობის ბოსებმა არაფერი გადაიხადეს და რუსი სპორტსმენები არათუ სამშობლოს სახელით, ნეიტრალური სტატუსითაც
ვერ გამოვლენ საერთაშორისო ტურნირებში.
ოლიმპიური ჩემპიონი: ღმერთმა სამყარო რუსეთის ოლიმპიადიდან მოკვეთის გამო დასაჯა
საქმე გახსნილია - რამდენი გადაიხადა რუსეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლების მისაღებად