პირველი საქართველოა, მეორე კი რუსეთი - გუნდურ ჩათვლაში ჩვენი გუნდი ლიდერობს

AutoSharing Option
ბუქარესტში ბერძნულ-რომაული სტილის 23 წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება.

პირველი ფინალური დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს მედალი აქვს, ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ დღეს რამაზ ზოიძე (72 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ), ხოლო გიორგი მელია (97 კგ) ბრინჯაოს მოპოვებას შეეცდება. რეპეშაჟში ჩაერთვება დავით ჩხარტიშვილი (60 კგ). მასაც აქვს ბრინჯაოს მედლის აღების შანსი.

ფინალური ეტაპი თბილისის დროით 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.

altპატარიძე და წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]

altU23.

ნუგზარ წურწუმია და ზვიად პატარიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
მკითხველის კომენტარები / 4 /
სადმე არის ტრანსლაცია?
1
ნუგზარ ზვიად გილოცავთ უფალმა სულ გამარჯვების გზაზე გატაროთ. .
ramazi
13:34 14-11-2018
0

სიახლეები პოპულარული