საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია დოპინგ-სკანდალში გაეხვია

AutoSharing Option
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს სამი სახის აკრძალული ნივთიერების გამოყენება აღმოუჩინეს და ბირთვის კვრაში შეჯიბრების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს - ამ ინფორმაციას  ტესტების საერთაშორისო სააგენტო ITA ადასტურებს, ინფორმაცია კი illinoisnewstoday-მ და reuters-მა გაავრცელეს.

გამოცემის მიხედვით, 36 წლის სპორტსმენს ორი სტეროიდი და აკრძალული ჰორმონი( მეტანდიენონი, დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი და ტამოქსიფენი) აღმოაჩნდა. აბრამიანს კიდევ ერთი ტესტის მოთხოვნის უფლება აქვს და საკუთარი სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოშიც მიეცემა.

ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"ჩვენთვის ცნობილი გახდა,
რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს, შეჯიბრების წინ ჩატარებული დოპინგ ტესტის შედეგად აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი.

დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან.

მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები.

აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი."

altრამაზ ზოიძე ნახევარფინალშია [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 9 /
ალალი იყოს ჩვენი ბიუჯეტიდან მილიონი ბექაურზე და სხვა პრიზიორებზე, ღმერთმა გვიმრავლოს კიდევ! მაგრამ ესეთ სახეობებში, სადაც ოცეულში მოხვედრის თეორიული შანსიც რომ არ არსებობს, მძლეოსნები, მოცურავეები და ესეთები, რატომ უნდა გაიწიოს ხარჯი ვერ ვხვდები, თუ არის 18-22 წლის სპორტსმენი და მოიპოვა ლიცენზია კიდევ ჯანდაბას, პერსპექტიული ეთქმის, მაგრამ 36 წლის სომეხს რომ წაიყვან, აგერ ბატონო შედეგი-სირცხვილი
llcl
13:13 03-08-2021
26
ნამდვილად ზურაბ გირჩელმა ურჩია, ამ პრეპარატების მიღება, ეგ ხომ ამ საქმეში პროფესორია.
გია
13:17 03-08-2021
4

სიახლეები პოპულარული