გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდებიან შესაბამისი სიგელებით და მედლებით, გარდა სამხტომისა. სამხტომში გამარჯვებული დამატებით დაჯილდოვდება ვიქტორ სანეევის სახელობის თასით.
ტურნირის მიზანია ლეგენდარული ქართველი მძლეოსნის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ვიქტორ სანეევის სახელის უკვდავყოფა, ასევე - ახალგაზრდების წახალისება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.
ღონისძიება ჩატარდება სპორტის უნივერსიტეტის სტადიონზე (ი. ჭავჭავაძის გამზირი 49). 2022 წ. 28 აპრილს. დასაწყისი 10.00 სთ.