ქართველმა "ჰალკმა" "ტოპ 8" მოიგო და დადასტურებულად მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა მკლავჭიდში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ტოპ 8 რაუნდის წაუგებლად მოიგო და დამსახურებულად ატარებს მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელის სტატუსს.

ლევანმა ფინალში რუსი ვიტალი ლალეტინი 6:0 დაამარცხა და ტოპ 8-ის პირველი შეჯიბრიც უპრობლემოდ მოიგო.

ლევანმა პირველ წრეში ამერიკელ "მოხუც" ტიმ ბრესნანს ასევე 6:0 მოუგო. მეორე წრეში, რომელიც ნახევარფინალი იყო, მსგავსი ანგარიშით დაამარცხა ყაზახი კიდგირბალი ონგარბაევი.

საგინაშვილმა პრესტიჟული ტიტულის მოპოვებასთან ერთად ჯილდოდ 50 000 ამერიკული დოლარიც მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 25 /
შეხედეთ მის ხელებს, კლავებს, მხრებს და მივხვდებით რამხელა უპირატესობა ჰქონდა. რამხელა შრომა და მონდომება ჰქონია რომ ასე განვითარდა. ყოჩაღ ლევანს და დიდი მადლობა. კარგია რომ ასეთი მაგარი გვყავს. წარმატებით გევლოს ლევანი.
G.LA
09 დეკემბერი 2019 17:41
0
გილოცავ ლევან, მაგრად ვინერვიულეთ შეხვედრამდე, მაგრამ სანერვიულო თურმე არაფერი გვქონია. ძალიან დიდი შრომის შედეგია ეს ყველაფერი. მკლავჭიდის მეფე ხარ და დარწმუნებული ვარ მინიმუმ მომდევნო 10 წელი ეგრე დარჩები. ველოდები იმ დღეს ტოდს და ჩაფის რომ გაუყენებ ლალეტინის გზას :))
Silibistro
09 დეკემბერი 2019 13:59
1
ჩაფი WAL-ს ტოვებს და ტოპ 8-ში გადმოდის ასე რომ წელს მაგას მოუგებს.მაგრად გამიხარდა მაგის გადმოსვლა მაგარი შეხვედრა ექნებათ. აი იმ ძალად ჩემპიონ თოდის როდის შეხვდება ეგ არ ვიცი. მაგრად მინდა ასევე ციენკოვს მარცხენაში მოუგოს. მასეთი მარცხენა ჯერ არ ყოლია მსოფლიოს. მარჯვენაში უპირობოდ დადებს. აი ლარატსაც მინდა შეხვდეს მარჯვენაში. აუ ერთი წელი რომ.ვალში გადავიდეს მაგრად გაასწორებს. რაც პუშკარი დაიღუპა ტოპ რვაში კონკურენტი არ ყავს და თან ციპლენკოვიც ვეღარ შევიდა ფორმაში
ჯაბა
09 ივლისი 2020 00:48
0
შენს მარჯვენას გაუმარჯოს...!(მარცხენასთან ერთად)..)))
Nykri
09 დეკემბერი 2019 18:16
0
მადლობა ლევან შენ საამაყო ქართველი ხარ! წარმატებებს გისურვებ!
gogia
09 დეკემბერი 2019 13:22
0
კიდევ რა ქნას ამ კაცმა რომ სახელმწიფომ შეიმჩნიოს?სამარცხვინო პარლამენტარების დაფინანსებას ეს კაცი დააფინანსოთ არ ჯობია? საამაყო კაცი ხარ ლევან
ირაკლი
09 დეკემბერი 2019 12:39
2
კაცი ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს......
თემური
09 დეკემბერი 2019 13:24
0
აუფ))
დავით 67
10 დეკემბერი 2019 05:36
0
ბრავო
giorgi
09 დეკემბერი 2019 13:47
0
ლომი ხარ!
ზაალ
09 დეკემბერი 2019 17:04
0
გილოცავ ლევან! ყოჩაღ!
რაგბის ფანი
09 დეკემბერი 2019 13:18
0
და ტრუბინიც რომ ექვსით ნოლი დაამარცხა რატომ გამოგრჩათ
გოგა
09 დეკემბერი 2019 12:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული