ნურმაგომედოვი წყობიდან გამოვიდა და მოწინააღმდეგის ქამარს ფეხი ჰკრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შაბათს, 7 მარტს, UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა და მისმა მოწინააღმდეგემ ტონი ფერგიუსონმა პრესკონფერენცია გამართეს. ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო: მებრძოლების მსუბუქი დაძაბულობა უფრო გაღრმავდა. ხაბიბი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ტონი მექსიკელი არ იყო, ხოლო ტონი დაღესტნელის ქუჩური ჩხუბის უნარებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა, რამაც რუსის განრისხება გამოიწვია. პირისპირ წარდგენის დროს ნურმაგომედოვმა ემოციები ვერ მოთოკა და ტონის ქამარს ფეხი ჰკრა. ამ ჟესტს ფერგიუსონი მშვიდად შეხვდა.

პრესკონფერენციის შემდეგ UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაითმა აღნიშნა, რომ თავად კონორ მაკგრეგორიც ვერ შეუძვრა თავში
ხაბიბს, ტონიმ კი, სავარაუდოდ, ეს მოახერხა.

შეგახსენებთ, ხაბიბისა და ტონის ბრძოლა 19 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ავთანდილ, გამარჯობა. მადლობა, რომ თვალს ადევნებთ ჩვენს საიტს და mma-ს. გიგაზე გუშინვე დავწერეთ სტატია, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

https://sportall.ge/skhva-sakheobebi/mma/138473-saqarthvelos-gaumarjos-giga-tcikadzem-ufc-shi-meore-gamarjveba-moipova-video.html
Sportall
12:28 09-03-2020
0
https://www.vbetnews.com/ge/kartvelebs-gaumarjos-giga-chikadzis-meore-gamarjveba-ufc-shi-video/
ავთანდილი
10:47 09-03-2020
0

სიახლეები პოპულარული