
UFC-ის ფარგლებში გასამართ ბრძოლაზე, რომელშიც ერთმანეთს საშუალო წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამრის მფლობელი ხაბიბ ნურმაგომედოვი და პრეტენდენტი ტონი ფერგიუსონი ხვდებიან, დასასწრები ბილეთების ფასი 100$-დან იწყება და 11 000$-ს სცდება.
თუმცა იაფიანი ბილეთები მხოლოდ UFC-ის კლუბის წევრებისთვის არის განკუთვნილი და მათი რაოდენობა ძალიან ცოტაა. 11 157$-ად შეფასებული ბილეთები ყველაზე დაბალფასიან ბილეთებზე 20-ჯერ მეტია.
ნურმაგომედოვსა და ფერგიუსონს შორის ბრძოლა 18 აპრილს, ნიუ-იორკში გაიმართება.