კვირას, 8 მარტს, UFC 248-ზე ერთმანეთს მჩატე წონის ტიტულზე ჩინელი ვეილი ჩჟანგი და პოლონელი იოანა ერჯეიჩიკი დაუპირისპირდნენ. ბრძოლა 5 რაუნდი გაგრძელდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იოანამ და ვეილიმ ქალთა MMA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და დრამატული შოუ მოაწყვეს. ეს იყო არა მხოლოდ ოსტატების, არამედ უდრეკი ხასიათების ბრძოლაც, სადაც გამარჯვება, მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით, ჩემპიონ ჩჟანგს დარჩა.
მიუხედავად ამისა, დაღესტნელმა ისლამ მახაჩევმა "თვითერზე" შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ეს არ არის ქალების სპორტი."
ისლამის პოსტს მოგვიანებით ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი გამოეხმაურა:
"აბსოლუტური კრეტინია. სტეროიდებზე ეჭვმიტანილი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ დარტყმა არ მოხვდეს, დაამუხრუჭებს ბრძოლას, განიხილავს გოგონების ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ბრძოლას.
პატარა გრემლინები. ბინძური ვირთხები.
რა სირცხვილია."
აღსანიშნავია, რომ მახაჩევმა პოსტი მალევე წაშალა.
შეგახსენებთ, მაკგრეგორისა და ხაბიბის გუნდებს ერთმანეთში სერიოზული დაპირისპირება აქვთ, რომელიც რამდენიმე კონფლიქტით (მათ შორის, ფიზიკურით) დღემდე მიმდინარეობს. ამაზე შეგიძლიათ ჩვენი სტატიაც იხილოთ: