"ჩემი პატარა ძ*კნა" - მაკგრეგორისა და ნურმაგომედოვის ამბავი ცუდად დამთავრდება! [PHOTO]

AutoSharing Option
ირლანდიელი კონორ მაკგრეგორისა და რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვის კონფლიქტი რომ გაღვივებულია და შერიგებას არც ერთი მხარე არ აპირებს, ეს უკვე ყველამ იცის. პერიოდულად მებრძოლები ან მათი გუნდის წევრები ერთმანეთს სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფებს აყენებენ. ამჯერად მშვიდობიანი პაუზა კონორის სპარინგ-პარტნიორმა დილონ დანისმა დაარღვია, რომელმაც მოწმენდილ ცაზე, უმიზეზოდ, ხაბიბის მეგობარს და მამამისის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის მოსწავლეს, ისლამ მახაჩევს დასცინა და თავისი ძ*კნა უწოდა.

Sportall.Ge

თუმცა დანისმა მანამდე სხვა ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვი ექსჩემპიონს მძიმე წონაში, დანიელ კორმიეს ელაპარაკება, ხოლო კადრში ასევე
ჩანს ისლამ მახაჩევის ვარჯიში, რომლის ქმედება ეუცნაურა დანის და იკითხა: "რაზე ვარჯიშობენ ისინი?"

Sportall.Ge

შეგახსენებთ, დანისი და მახაჩევი სხვადასხვა ორგანიზაციაში იბრძვიან - ისლამი UFC-შია, ხოლო დილონი - Bellator-ში. ეს იმას ნიშნავს, რომ მებრძოლები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ კონორისა და ხაბიბის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. მაკგრეგორი არა მხოლოდ ხაბიბს, არამედ სრულიად დაღესტნელებს იგდებს აბუჩად. ასეთი დამოკიდებულების გამო მას მოსკოვში, ინტერვიუს დროს, დაღესტნელმა ბოთლი ესროლა.

მხარეებს ერთხელ უკვე ჰქონდათ ოქტაგონს გარეთ დაპირისპირება. 2018 წელს ნურმაგომედოვმა და მისმა გუნდმა კონორის სპარინგ-პარტნიორი, არტიომ ლობოვი სასტუმროს ჰოლში დაიჭირეს, ხაბიბმა არტიომს სილა ორჯერ გააწნა. საპასუხოდ მაკგრეგორი მეორე დღესვე ჩამოფრინდა ვეგასში და იმ ავტობუსს დაესხა თავს, სადაც ხაბიბი იმყოფებოდა. მან ავტობუსის ფანჯრები ნაგვის ურნით ჩაამსხვრია. შუშის მსხვრევას მოჰყვა მსხვერპლი: UFC-ის მებრძოლ მაიკლ კიესას ხელი გაეჭრა, ხოლო როუზ ნამაიუნასს თავდასხმის შეეშინდა და მცირე შოკი მიიღო.


მკითხველის კომენტარები / 4 /
ანრი კურტანიძე
"მსხვერპლი" რას ნიშნავს საერთოდ არ იცი? ეს სიტყვა აღნიშნავს გარდაცვლილს, დაღუპულს და არავითარ შემთხვევაში ჯანმრთელობის, სხეულის დაზიანებას... ასეთ შემთხვევაში სიტყვა "დაზარალებული" უნდა გამოიყენო..
კახა
14:09 05-03-2020
1

სიახლეები პოპულარული