ტერორისტების გაწვრთნა, პოლიციის ინფორმატორი - ყველაზე საძულველი აბდელაზიზი, რომლის კლიენტები ნურმაგომედოვი და ჭიკაძე არიან

AutoSharing Option
MMA-ს სამყაროში ალი აბდელაზიზი ბევრისთვის ცნობილი პერსონაჟია. ის მებრძოლების მენეჯერია და რამდენიმე საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი მისი კლიენტია, მაგალითად: UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვი, UFC-ის ჩემპიონი ნახევრად საშუალო წონაში კამარუ უსმანი, UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში ჰენრი სეჰუდო, ყოფილი ჩემპიონი  მძიმე წონაში ფაბრისიო ვერდუმი.

სია უსასრულოდ გრძელდება. ბოლო პერიოდში კი მისი ერთ-ერთი კლიენტი ქართველი გიგა ჭიკაძე გახდა. თუმცა აბდელაზიზის რეპუტაცია, მის  მებრძოლებს  თუ არ ჩავთვლით, ძალიან უარყოფითია. მეტიც, ალი, ალბათ, ერთ-ერთი  ყველაზე საძულველი ადამიანია სპორტის ისტორიაში. ზოგიერთი  მებრძოლი იმდენად ვერ  იტანს
მას, რომ ალის კლიენტებზეც გადააქვთ ზიზღი.

ტონი ფერგიუსონი, რომელიც მსუბუქი  წონის ტიტულის პრეტენდენტია და 19 აპრილს ხაბიბ ნურმაგომედოვს შეხვდება, 2018 წელს კინაღამ მძიმეწონოსან ფაბრისიო ვერდუმს ეჩხუბა. მებრძოლებს შელაპარაკება მოუვიდათ, ხოლო გაშველების შემდეგ ტონიმ განაცხადა, რომ მან ორგანიზატორებს სთხოვა, აბდელ აზიზის მებრძოლი მასთან ახლოს არ დაესვათ.

Sportall.Ge

კონორ მაკგრეგორიც აზიზს ვირთხად და ტერორისტად მოიხსენებდა. მოდით, გავერკვიოთ აბდელ აზიზის ისტორიაში, ვინ არის ის და რატომ სძულთ ასე ძალიან?


წავიდა ოლიმპიადაზე და მოხვდა ციხეში თუ უბრალოდ აგენტი იყო

ალი აბდელაზიზი ჰყვებოდა, რომ ეგვიპტიდან აშშ-ში 1996 წლის ოლიმპიადაზე გამოსასვლელად ჩამოვიდა: ის ხუთჯერ გახდა აფრიკის ჩემპიონი ძიუდოში. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კოლორადოში დარჩა, რომ შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი გამხდარიყო და Ring of Fire-ის ორგანიზაციაში ეჩხუბა.

თუმცა საინტერესო ისაა, რომ აზიზმა ამ ორგანიზაციაში ბრძოლები 2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით ჩაატარა. სიტუაციას ის ართულებს, რომ 1996 წლის ოლიმპიადაზე ეგვიპტემ 2 ძიუდოისტი გაგზავნა და ისევე, როგორც დანარჩენ მოჭიდავეებს შორის, ალი არ ყოფილა.

Sportall.Ge





რამდენიმე წლის წინ თავისი ვერსია გამოაქვეყნა ჟურნალისტმა მაიკლ რასელმა. მან გამოძიება ჩაატარა და დაადასტურა, რომ ალი ნამდვილად ამბობდა, თითქოსდა ის იყო ძიუდოს ოლიმპიადის ნაკრების წევრი და კოლორადოში მიემგზავრებოდა. ოღონდ ეს იყო 2001 წელს, 9/11 ტერაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ. მაშინ აბდელაზიზი საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის დაიჭირეს.

აბდელაზიზი ამტკიცებდა, რომ აშშ-ში ფულის საშოვნელად იყო ჩამოსული და მისი მიზანი მძიმე ავადმყოფი დედის დახმარება იყო. შემდეგ განაცხადა, რომ მისი დაკავებიდან რამდენიმე თვეში დედა გარდაიცვალა და გარდაცვალების ცნობის ჩამოსატანად თავისი მეგობარი გოგონა პირდაპირ ეგვიპტეში გაგზავნა.

სასამართლომ ეგვიპტელი გაამართლა და გამოუშვა, თუმცა დღემდე ცოტას სჯერა მისი სიტყვების. მეტიც, არიან ინფორმატორები, რომლებიც სრული ანონიმურობის საფუძველზე მზად არიან წარადგინონ დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ ალის დედა ცოცხალია და ისინი დღემდე ურთიერთობენ.

არის მეორე ისტორია, რომელიც ჟურნალისტ მარტინ მაიერს უკავშირდება. 2010 წელს მან გამოსცა წიგნი, სახელწოდებით "ბინდი ამერიკაში", სადაც წერდა ისლამისტურ გაერთიანებებზე, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე ვარჯიშობდნენ. აბდელაზიზმა ავტორს მოუყვა, რომ ინტეგრირებული იყო ორგანიზაცია "ამერიკის მუსულმანებში", რომელსაც ტერორიზმში ადანაშაულებდნენ, ხოლო ალი ინფორმაციას აწვდიდა ფბი-სა და ნიუ-იორკის პოლიციას. ორგანიზაციის წევრებს კი ასწავლიდა ხელჩართულ ბრძოლას, არაბულ ენასა და ყურანის კითხვას.

იმ ფაქტს, რომ მისი მოსწავლეები გახდნენ ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები, ალი აბდელაზიზი უბრალო დამთხვევად თვლის.

წიგნში "მტრები შიგნიდან", რომელიც მეტ აპუცომ და ადამ გოლდმანმა დაწერეს, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე ტერორისტებს სწავლობდნენ და იკვლევდნენ, ნათქვამია, რომ ალი  FBI-სთან და პოლიციასთან 6-7 წლის განმავლობაში ნამდვილად თანამშრომლობდა, თუმცა თანამშრომლობა დასრულდა, რადგან სამართალდამცველებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ აზიზი ორმაგ თამაშს თამაშობდა და ინფორმაციას შერჩევით აწვდიდა.

მიატოვა შვილი, რაც მაკგრეგორმა შეახსენა

მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლის წინ არ ერიდებოდა შეურაცხყოფის მიყენებას. გამონაკლისი არც აბდელაზიზი იყო, რომელსაც კონორმა მიაძახა: "შენ საერთოდ მოკეტე, არანორმალურო ტერორისტო. როგორ არის ნოა, ჰა?" ნოა - აბდელაზიზის ვაჟია, რომელიც ცოლთან ერთად კოლორადოში მიატოვა, როცა პოლიციასთან თანამშრომლობდა. ალის 50 ათასი დოლარი ალიმენტის სახით უნდა გადაეხადა, რომელიც დღემდე არ გადაუხდია.

"მისი მენეჯერი ჩამშვები, ვირთხა - ტერორისტია. მე აზრზე არ ვარ, ამ ქვეყანაში ის რას აკეთებს. ამ ადამიანს საშინელი წარსული აქვს. ალი აბდელაზიზი ახლა აქ ასე წყნარად დადის, დაუჯერებელია" - მძვინვარებდა კონორი.


Sportall.Ge


მისი საუბარი აგრესიული და შეურაცხმყოფელია

გთავაზობთ ალი აბდელაზიზის რამდენიმე ციტატას:
კონორ მაკგრეგორზე: "ის საუბრობს რევანშზე, მაგრამ ის ხომ დანებდა?! როგორ უნდა მისცე ასეთ ადამიანს რემატჩი? ის ხომ ძუკნაა? ის იყო ბ@ზი და ბ@ზად დარჩა".
ხაბიბისა და მეივეზერის პოტენციურ ბრძოლაზე mma-ს წესებით: "თუ ფლოიდი გადაწყვეტს MMA-ში მოსვლას, დაიზღვიოს თავი. ხაბიბთან ბრძოლის შემდეგ ვეღარ ივლის და წყალს და საკვებს საწრუპით მიიღებს".
ფერგიუსონზე: "ფერგიუსონი ჩვარს ჰგავს, მას არც ხასიათი აქვს. მას იაფფასიანი მზის სათვალეები აქვს. რას წარმოადგენს ეგ ბიჭი? არც არაფერს. კონორი რაღაცას მაინც წარმოადგენს: ის ყველაზე დიდი მძ@ნერის ნაწილია მთელ პლანეტაზე. ტონი კი ძალიან მოსაწყენია, დაბერებული და ნელი - სულ ესაა".
კრივზე: "კრივი სპორტი არაა. MMA - ნამდვილი სპორტია მაგარი ბიჭებისთვის".


Sportall.Ge



ალი ხშირად იპყრობს პოლიციის ყურადღებას ჩხუბების გამო

კოლბი კოვინგტონი აბდელაზიზთან კონფლიქტს იხსენებს: "მან მითხრა, რომ თვალთვალს დამიწყებდა და მესროდა. ალი ცდილობდა, ჩემთვის შემოერტყა, თუმცა მე კატის რეფლექსები მაქვს, ის კი კუსავით ნელია. რა მოხდა კაზინოში? ყველაფერი აბდელაზიზის ბრალია. მან ჩვენსა და უსმანის მეგობრებს შორის სიტუაცია გაამწვავა. არადა, იქ ორსული ქალები და ბავშვები იყვნენ, მაგრამ მას ეს არ ადარდებდა".

მეორე ინციდენტი ალისა და ენტონი პეტის შორის მოხდა. პეტისი ჰყვება: "ტიპური აბდელაზიზი, მშიშარა. ჩემს მენეჯერს ხელი გაარტყა და 15 წამში სადღაც მიიმალა".

ნებისმიერ შემთხვევაში, აბდელაზიზი ერთ-ერთი წარმატებული მენეჯერია, რომლის 3 კლიენტი UFC-ის ჩემპიონია.

მომზადებულია Gol.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
Eseni sportsmenebi kiara shoumenebia. Emelianenko tavybas daginayavdat suyvelas da am yvelafers mshvidi saxit izavda
Milani
22:20 27-03-2020
1
Roman dolidzec da merab dvalishvilic Ali's klientebi arian
Gio nozadze
12:31 27-03-2020
1

სიახლეები პოპულარული