მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, J ჯგუფში არგენტინამ ავსტრია 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.

დებიუტში ლაუტარო საჯარიმოში მცველებმა წააქციეს, მესიმ კი პენალტი ვერ გამოიყენა. ლეომ პირველ ტაიმში ჩინებული კომბინაციის შედეგად მაინც გაიტანა. ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე მხოლოდ თამაშში ხელის შეშლას ცდილობდა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ავსტრია გააქტიურდა და პირველი მომენტი 55-ე წუთზე შექმნა, როდესაც საჯარიმოდან ზაბიტცერის დარტყმული ბურთი მეკარე მარტინესმა მოიგერია. მერე ლეოს კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას გონსალესმა დაასწრო, მაგრამ ოდნავ ააცილა მიზანს. ბოლოს მესიმ დუბლი შეასრულა და არგენტინამ გაიმარჯვა.

ამავე ჯგუფში 23 ივნისს ერთმანეთს იორდანია და ალჟირი დაუპირისპირდებიან.

28 ივნისს, ბოლო მესამე ტურში იორდანია არგენტინას, ალჟირი კი ავსტრიას შეხვდება.

არლინგტონი. „AT&T სთედიუმი“

არგენტინა - ავსტრია 2:0

გოლები: 1:0 მესი (38), 2:0 მესი (90+5)

გამოუყენებელი პენალტი: მესი (9, არგენტინა)

- მესიმ კლოზეს გადაასწრო და 18 გოლით ტურნირის ისტორიაში ბომბარდირი გახდა

- მესიმ მსოფლიო პირველობაზე ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა - ესეც რეკორდია

- მესი მიმდინარე მუნდიალზე 5 გოლით საუკეთესო მეგოლეა.

- მესიმ ზედიზედ მესამე მუნდიალზე ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი, რაც ანტირეკორდია.

- მესიმ კარიერაში 916 გოლი გაიტანა - რონალდოს ანგარიშზე 973 გოლია.

- მესიმ ეროვნულ გუნდში 122 გოლი გაიტანა - რონალდოს რეკორდამდე 21 გოლი აშორებს.

დავით 67
მესი რომ გენიაა, ამას რად უნდა ლაპარაკი, მაგრამ მე ის მიკვირს, რომ პერსონალურად არავინ მეურვეობს. ასეთი დონის ფეხბურთელს 2-3კაცი მაინც უნდა მეურვეობდეს. არგენტინას უბრალოდ გაუმართლა რომ ასეთი სუსტი გუნდები შეხვდნენ ჯგუფში. ვეთანხმები აქ გამოთქმულ მოსაზრებას( lasha-ს) .ვნახოთ მერე რას იზამს არგენტინა. ბოღმები არ მაწუხებს, მიუხედავად იმისა რომ მე რონალდოს უფრო მრავალმხრივი მიმაჩნია,მესის გოლებით აღფრთოვანებული ვარ. არ მინდა რომ მათ დაანებონ თავი ფეხბურთს. ერთი 2წელი მაინც
თამაზ
გავმაზოთ ცხვარზე და ოცლიტრიანზ? :)
nenes
რა მაგრად გაჟუჯუნეებს? მესის გოლებზე, რო კაცი იტყვის "დიდი არაფერი", ნუ რაღაზეა საერთოდ ლაპარაკი? მესის გააქვს ულამაზესი გოლები!
მამუკა
დიდ არს ღმერთი!!! და მხოლოდ ღმერთი! მესი კი ისევ მაგარია, მაგრამ მკრეხელობაა ასეთი სათაური ძმებო!
giorgi
მარადონასაც უსუსტესი ჯგუფი ჰყავდა 86_ში, მაგრამ 5 გოლი გაიტანა მხოლოდ იმ მსოფლიოზე - ეს ერთი და მეორეც - ყველა ჯგუფი სუსტია ამ მსოფლიოზე, რატომ არ გააქვს 41 წლის რონალდოს?მესის კონკურენტი მბაპეა ბოლო 2 ჩემპიონატია და არა - რონალდო
:D
რა გეშველებათ, ამ სექტანტებს
იოსები
შეიძლება რაღაც გაგებიღ ზოგიერთი ნაკრები მოიხსენიო სუსტად, მაგრამ უსუსტესედი ნამდვილად სახლებში დარჩნენ და ერთმანეთში თამაშობენ ამხანაგურად, რაღა შორს წავიდეთ, აგერ ჩვენი ნაკრებმა, თავის ოქროს ბიჭუნასთან ერთად შესარჩევში ქულაც კი არა შანსიც არ ჰქონია თურქებთან და ესპანელებთან,რომლების ახლა იქ არიან, ხო და კი ნახეთ რა დღე აყარეს იქ იგივე თურქებს და ესპანელებს პირველივე ტურში იმ ვითომდა უსუსტესმა ნაკრებებმა...
მუწუკიანი ლაწირაკი
ფონტენის რეკორდს ამ მუდიალზევე მოხსნის ლეო,ჰერსტის რეკორდს ფინალში დაამხობს,დარჩება პელეს სამი მსოფლიო ჩემპიონობა,მაგრამ პელეს ერთი მუნდიალი თითქმის არ უთამაშია,ამიტომ 2030-იც უნდა ითამაშოს ლეომ და პელეც უნდა მოიტოვოს უკან!
lasha
ჯგუფში ყავს უსუსტესი ნეკრებები. პლეიოფში ვნახავტ რას წარმოადგენს რეალურად არგენტინა. მთლიანად თამაშობს მესიზე. ერთი ტაქტიკა აქვთ მესი დატოვონ დსარტყმელ პოზიციაზე. თუ დააკვირდით. ყველა გოლზე. აბსოლიტურად მარტო იდგა. და კაციშვილი არ უშლიდა ხელს კარში დარყმისას. მეპარება ეჭვი ძლიერ ნაკრებებთან ეს შეზლონ :)
nene
ძაანაც ნუ გედეირიეთ ამ მესის გოლბზე, არაფერი განსაკუთრებული, ისევ როგორც ჰაალანდისა და მბამპეს გოლები იყო არაფრით გამორჩეული, საფეხბურთო სეზონი წელს,ჩ/ლიგის ფინალით დასრულდა და ეს ტურნირი, უფრო ამხანაგური მატჩებს მაგონებს...ლიგის ფინალი გმირი კი ვინც იყო კარგად მოგეხსენებათ....კვარას მოპოვებული პენალტი გადაწონის ყველა იმ გოლებს,რომლებიც ზემოთ დასახელებულმა იგროკებმა გაიტანეს ერთად. 5 და 4 კი არა 20-იც რომ გაიტანოს ვინმემ, ოქროს ბურთს მაინც ვერავინ შეეცილება ჩვენს გმირს.
მუწუკიანი ლაწირაკი
წინა მუნდიალზე მბაპემ გაიმეორა ჰერსტის რეკორდი და ფინალში სამი გოლი გაიტანა,მესისაც შეეძლო იგივე,მაგრამ რადგან პენალტი ქონდა გატანილი არ ისურვა,ახლაც პენალტით არ ისურვა კლოზეს რეკორდის მოხსნა და შეგნებულად გააფუჭაყველა რეკორდი მესის უნდა ეკუთვნოდეს,ამიტომ ამ მუნდიალის ფინალში 4 გოლს გაიტანს!
მუწუკიანი ლაწირაკი
ზუსტად ჩემი ლოგიკით მიდის,ორნახევარი გოლი თამაშში.
gzp
მის გარეშე არგენტინა სუსტად გამოიყურება. როცა სერიოზულ ნაკრებებს შეხვდება მაშინ რა იქნება? ისე, 1990 - Roger Milla 38 -ის იყო, 4 შეაგდო (კამერუნის ნაკრები)
Beto
მაზგაჩო ხარ რა
მუწუკიანი ლაწირაკი
რომ ვთქვი 21 გოლს გაიტანს-თქო დამამინუსეს,გაიტანს,გაიტანს,იორდანიასთან 5 გოლი და 5 ასისიტი ექნება!
die due-ს
ვინ გადაწყვიტა?
რუბიკჯან
ალბათ იშტოიანის მერე საუკეთესოა
die mannschaft
ეს უკვე გადაწყვეტილია:მსოფლიო თასს ისევ მესი აწევს
ვახო
ერთი სიამოვნებაა ლეო მესის თამაშის ყურება! კარგი დისციპლინის და პროფესიანული მიდგომა ფეხბურთის მიმართ, აგერ ბატონო! შედეგებიც სახეზეა! მაგარი ხარ ლეო, მაგარიიი!!!!!!!!

არგენტინის ნაკრებმა ორ თამაშში 5 გოლი გაიტანა და ყველა მესიმ.ალბათ მსოფლიოს ჩემპიონატებში თუ არის,თითზე ჩამოსათვლელი იქნება,ასეთი შემთხვევებია.5 გოლის პარალელურად,არც ერთი საგოლე პასი არ გაუკეთებია და ალბათ ესეც მესის ანტირეკორდი იქნება.ორიოდე დღის წინ ფეისბუკზე,ვიღაცა ამტკიცებდა,მარადონა ყველა დროის საუკეთესოაო.ჩამოვუთვალე სტატისტიკა,სადაც მესი ყველაფრით სჯობნის,მარადონას,ისიც,რომ მარადონას გამარჯვების მოსაპოვებლად,ყველაფრის კადრება შეეძლო,მესი კი,ყველაფერს აკეთებს,გამარჯვებისთვის.მარადონა ლიდერი იყო და ეს ლიდერად არ ვარგაო.ერთი ჩემპიონატი პირადად მიიტანა ფინალამდე,მესიმ,მეორედ ოქრო მოაგებინა და იქაც ის იყო ბომბარდირიც,პასის მიმცემიც და ახლაც,უკვე 5 გოლი აქვს გატანილი.ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ერთი საგოლე პასი სჭირდება,რომ საუკეთესო მეპასედ გახდეს.მარადონა რომ უდიდესი ფეხბურთელი იყო,რად უნდა მაგას ლაპარაკი,მაგრამ მესიმ ყველა კომპონენტში გადაასწრო და სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ.
გიო
ისეთ ხოდზეა კიდე მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს
სპორტის ქომაგი
ეს კაცი არამარტო საუკეთესო ფეხბურთელია პლანეტაზე, ის უბრალოდ პლანეტის საუკეთესო სპორტსმენია!
Lasha
სასწაული ფეხბურთელია მესი
L.J.
Tipi imena pexburtia!!!!G.O.AT.
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
"აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა - საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა" - დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"
"უნივერსიტატეამ" მექვაბიშვილის MLS-ში ტრანსფერი დაბლოკა
"ბოდო გლიმტის" კაპიტნით ხუთი ინგლისური კლუბი დაინტერესდა
Junior NBA-ს საიუბილეო, მე-10 სეზონის გამარჯვებული რუსთავის „გოლდენ სტეიტი“ გახდა
[VIDEO] ინგლისმა ბელინგემის დუბლით ნორვეგიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ნახევარფინალში, დრამატულ მატჩში ქულით დამარცხდა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] მაჭარაშვილმა RAF-ში მეორე გამარჯვება მოიპოვა
"სენტ-ეტიენი" დავითაშვილის იტალიურ კლუბში გადასვლას აბრკოლებს - Geo Team-ი ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] დებიუტიც ასეთი უნდა - გენო პეტრიაშვილმა მეტოქე 10:0 დაამარცხა!
"პსჟ-ში სამი თავდამსხმელი ინდივიდუალურად წარმართავს თამაშს - სად არის ჩვენი საუკეთესო ნახევარდაცვა?" - აცხადებს პორტუგალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი
ჰოლანი, მესი, რონალდო, იამალი, ნეიმარი - პერუში ბავშვებს მასობრივად ფეხბურთელების სახელებს არქმევენ
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
თურქეთმა მცველის დუბლით ავსტრიას მოუგო და 1/4-ფინალში ნიდერლანდებს შეხვდება [VIDEO]
[VIDEO] ავსტრიამ იორდანია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა
[VIDEO] ესპანეთმა ავსტრიის ბარიერი უპრობლემოდ გადალახა
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
[VIDEO] არაშთამბეჭდავმა არგენტინამ ისევ ბეწვის ხიდზე გაიარა - კაცნაკლული შვეიცარია დამატებით დროში დაამარცხა
"დღეს ფეხბურთს არ გაუმარჯვია" - შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
"პატივისცემით მესაუბრე" - მესისა და პორტუგალიელი მსაჯის შელაპარაკება
მარადონას და ფოლკლენდის კუნძულების გამო შურისძიების დრო დადგა. "ვინც არ ხტუნავს - ინგლისელია" - არგენტინამ გამარჯვება იზეიმა