ნურმაგომედოვი: მე ტონისთან ვერ ვიჩხუბებ, მისთვის ახალ მოწინააღმდეგეს ეძებენ

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი დღეს პირდაპირ ეთერში გავიდა თავის გამომწერებთან და განაცხადა, რომ დაღესტანში იმყოფება, ხოლო რამდენადაც საზღვრები და შესაბამისად, ავიამიმოსვლა აკრძალულია, ის ტონი ფერგიუსონს ვერანაირად ვერ შეხვდება.

"ყველას აინტერესებს, სად ვარ მე. მე დაღესტანში ვარ. UFC-ის ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ ბრძოლა 100%-ით არ ჩატარდებოდა აშშ-ში, ხოლო 99%-ით ჩატარდებოდა დუბაიში. ჩვენ გადავწყვიტეთ, ბრძოლამდე ერთი თვით ადრე აბუ-დაბიში წავსულიყავით. როცა ჩავფრინდით, გვითხრეს, რომ საზღვრები დაკეტილი იყო და მხოლოდ საემიროების მოქალაქეებს შეუშვებდნენ. მომიწია რუსეთში გამოვფრენილიყავი. ყოველდღე ვვარჯიშობ, ოღონდ არ ვიცი, ვისთ
ვის, არ ვიცი, ვის უნდა ვეჩხუბო ან როგორ.

ახლა საუბრობენ, რომ ტურნირი აშშ-ში ჩატარდება. ასეთ შემთხვევაში ჩემი მონაწილეობა გამორიცხულია. მე ამჟამად სრულიად იზოლირებული ვარ. ორგანიზაცია რომელიღაც შტატს უთანხმდება ჩატარებაზე, მაგრამ არაფერი ვიცი. ისიც გავიგე, რომ ტონისთვის ახალ მოწინააღმდეგეს ეძებენ. ჩაატარონ ღონისძიება, არ ვარ წინააღმდეგი, ჩემპიონი ხომ მე ვარ." - განაცხადა ხაბიბმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოლო სიტყვებმა გატეხა...
აბგდ
21:56 30-03-2020
0
კუანა
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული