"ზემოდან დარეკეს და..." - UFC 249 ოფიციალურად გაუქმდა

AutoSharing Option
UFC 249, რომელიც 19 აპრილს უნდა გამართულიყო, ოფიციალურად გაუქმდა.

"ჩვენ მზად ვიყავით ტურნირის ჩასატარებლად, მაგრამ ზემოდან დარეკეს და მირჩიეს, რომ გავჩერებულიყავით." - განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა დეინა უაითმა.

შეგახსენებთ, თავდაპირველად შოუს მთავარ შეხვედრაში UFC-ის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი და რეიტინგის პირველი ნომერი ტონი ფერგიუსონი უნდა შეხვედროდნენ, თუმცა რუსმა მებრძოლმა კორონავირუსის გამო უარი განაცხადა მონაწილეობაზე. საბოლოოდ, ხაბიბი ჯასტინ გეჯიმ ჩაანაცვლა.

ტურნირის ჩატარება კერძო კუნძულზე იგეგმებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული