UFC-iს ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი მინიშნებას აკეთებს, რომლის თანახმად, მომავალ შეხვედრას ის სექტემბერში გამართავს.
"არადა, სექტემბრამდე ხომ არც ისე ბევრი დრო რჩება? მეც რთულად მეჯერება, რომ ყველაფერი სექტემბერში დასრულდება. ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა: "მშვიდობის დროს ემზადეთ ომისთვის" - დაწერა ხაბიბმა სოცქსელში.
შეგახსენებთ, 19 აპრილისთვის დაგეგმილი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ხაბიბი და ტონი ფერგიუსონი უნდა შეხვედროდნენ, კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.
დიდი ალბათობით, ორგანიზაცია ამ ბრძოლის მეშვიდედ ჩატარებას სექტემბერში შეეცდება.