ჯასტინ გეჯი: იმედია, ფერგიუსონი ცხვირს გამიტეხავს, რახანია გასასწორებელი მაქვს

AutoSharing Option
ამერიკელი მებრძოლი ჯასტინ გეჯი, რომელიც 10 მაისს ტონი ფერგიუსონს მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონის სტატუსისთვის შეებრძოლება, დენ ჰარდისთან ინტერვიუში ფერგიუსონსა და ბრძოლაზე საუბრობს.

"დიდი ხანია ტონის ფანი ვარ. მას მოსწონს, ხალხი გიჟს რომ ეძახის. მაგრამ მას სიგიჟის ის დონე აქვს, ოქტაგონზე შესვლა სიამოვნებას რომ ჰგვრის. ამ მხრივ მეც ასეთივე გიჟი ვარ.

შანსი არაა, რომ ჩვენი ბრძოლა საინტერესო არ იყოს. ბევრი ძალადობა იქნება. სულ სისხლში ვიქნები. იმედი მაქვს, ტონი ცხვირს გამიტეხავს. ამ მომენტს დიდი ხანია ველოდი. იქნებ გამიტეხოს, რომ საბოლოოდ გავისწორო. მხიარული
შეხვედრა გვექნება", - განაცხადა გეჯიმ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული