
"ისედაც ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ხაბიბი ტონისთან არ იჩხუბებდა. ფერგიუსონი გეიჯის წინააღმდეგ? ასეთ დეტალებს ჟურნალისტებთან არ განვიხილავ." - ციტირებს უაითს Yahoo.
შეგახსენებთ, შეხვედრა 19 აპრილს ნიუ-იორკში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან შეიზღუდა დასწრება. შესაბამისად, UFC-ს მოუწია ბრძოლის ჩატარების ახალი ადგილის მოძებნა.
გუშინ, 1-ელ აპრილს, ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა, სადაც ამბობს, რომ დაღესტანში იმყოფება და აშშ-ში გაფრენას ვეღარ მოახერხებს.