ყველაფერს ხაბიბს ნუ აბრალებთ, მეც შემეშალა - UFC-ის პრეზიდენტი

AutoSharing Option
UFC-ის პრეზიდენტი დეინა უაითი კიდევ ერთხელ ეხება ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლას, რომელიც მე-5-ედ ჩაიშალა.

შეგახსენებთ, ხაბიბი ბრძოლის მოსამზადებელ ბანაკს ამერიკაში გადიოდა. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ხელმძღვანელობამ აცნობა, რომ ბრძოლა აბუ-დაბიში გაიმართებოდა და მას შეეძლო გაფრენა. ხაბიბი გაფრინდა აბუ-დაბიში, თუმცა იქ არ შეუშვეს და მოუწია რუსეთში გაფრენა. მოგვიანებით კი საჰაერო მიმოფრენა პანდემიის გამო შეწყდა. ნურმაგომედოვმა ვერ შეძლო აშშ-ში დაბრუნება, ხოლო ტონისთან ბრძოლა ჩაიშალა.

"ხალხი მას ადანაშაულებდა, რომ რუსეთში გაიჭედა, მაგრამ ხაბიბი სწორს ამბობდა, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გაიგებდა, რა მოხდებოდა.

ჩვენ ყველამ მივიღეთ ცუდი გადაწყვეტილებები, რის გამოც ის რუსეთში გაიჭედა. ეს მხოლოდ მისი ბრალი არაა, ჩვენც შევცდით. მეც ვიღებ მომხდარზე პასუხისმგებლობას", - ისაუბრა დეინამ BT Sport-თან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული