გუშინ, 12 მაისს, UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელებში მსუბუქი წონის მებრძოლები აკრიტიკა, აბუჩად აიგდო, დაამცირა და გამოიწვა. მაკგრეგორი, პრაქტიკულად, ყველა პრეტენდენტს შეეხო და რაც მთავარია, არ გამორჩენია მსუბუქი წონის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი.
კონორმა რამდენიმე წლის წინ გადაღებული ნურმაგომედოვისა და მისი მეგობრების ფოტო ატვირთა და დაწერა:
"კი, დაუჭირე ფეხი. დაუჭირე ფეხი ვიწრო ჯაკუზში. რა ყ*ეობა ხდება საერთოდ აქ? როგორ შეიძლება რუსეთმა ჰომოსექსუალები განიკითხოს და დასაჯოს, ცოლ-შვილი სახლში ჩაკეტონ და კაცები გაერთონ? თანაც, მხოლოდ კაცები. ცოტა უცნაურია."
შეგახსენებთ, ხაბიბი და მაკგრეგორი ერთმანეთს 2018 წელს დაუპირისპირდნენ. ბრძოლა ნურმაგომედოვის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მათი ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია.