UFC-ის ჩემპიონი ნახევრად მძიმე წონაში პოლიციის თანამშრომლის მიერ ჯორჯ ფლოიდის მოკვლით გამოწვეულ მასობრივ არეულობაზე კომენტარს აკეთებს.
"ეს მძ*ნერი როგორმე მაინც ეხება ჯორჯ ფლოიდს? რა ყ*ელ ანადგურებენ ახალგაზრდები ჩვენს ქალაქებს?
დამიჯერეთ, როგორც ახალგაზრდა აფროამერიკელს, მეც გამიცრუვდა იმედი. მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. ჩვენ მხოლოდ ვართულებთ ისედაც გაუარესებულ სიტუაციას.
ყველა უფროსმა ადამიანმა უნდა უთხრას თავის შვილს, რომ სახლებში დაბრუნდნენ." - დაწერა ჯონმა "ინსტაგრამზე" და დაურთო ვიდეო, სადაც ახალგაზრდებს შენობების დასაზიანებელ ატრიბუტებს ართმევს.
შეგახსენებთ, ჯონსს UFC-ში სერიოზული პრობლემები აქვს და მან თავისი ტიტული გაათავისუფლა, თუმცა ორგანიზაციას ეს ჯერ არ დაუდასტურებია. მებრძოლსა და ორგანიზაციას შორის კონფლიქტი მცირე ჰონორარის გამო დაიწყო.