რომან დოლიძე: დღითი დღე ვძლიერდები, საუკეთესო ფორმაში შევდივარ!

AutoSharing Option
რომან დოლიძე პირველი ქართველი მებრძოლი იქნება, რომელიც UFC-ის "მებრძოლთა კუნძულზე" 18 ივლისს იბრძოლებს. მისი მოწინააღმდეგე რუსი ხადის იბრაგიმოვი იქნება. რომანი მცირე კომენტარს "ინსტაგრამზე" აკეთებს.

"ბრძოლისათვის მზადება ფინალურ ფაზაში გადავიდა.

ვარჯიშები საკმაოდ რთულია, თუმცა მე კმაყოფილი ვარ. დღითი დღე ძალები მემატება და ბრძოლას საუკეთესო ფორმით შევხვდები!" - წერს რომანი "ინსტაგრამზე".

შეგახსენებთ, რომანი და ხადისი ერთმანეთს 13 ივნისს ყაზახეთში უნდა შეხვედროდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ბრძოლა გადაიდო.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული