დეინა უაითი: თუ ფიქრობთ, რომ ალდო არ იმსახურებს სატიტულე ბრძოლას, მაშინ...

AutoSharing Option
UFC-ის პრეზიდენტი დეინა უაითი განმარტავს, თუ რატომ მიიღო ბრაზილიელმა ჟოზე ალდომ ტიტულზე ბრძოლის შანსი.

"მილიონჯერ ვთქვი როგორია ჩემი დამოკიდებულება ალდოსა და მორაესის ბრძოლაზე. ბევრი ფიქრობ, რომ მაშინ სწორედ ჟოზემ გაიმარჯვა. ალდო ერთერთი ყველაზე მაგარი ბიჭია. მასთან ბრძოლა სეჰუდოსაც სურდა და ბრაზილიელი იყო პირველი რიგში.

ახლა სეჰუდომ კარიერა დაასრულა და ალდოს რა უნდა ვუთხრათ, რომ აღარ მიიღებს ბრძოლას?

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ალდო არ იმსახურებს ტიტულზე ბრძოლას, უბრალოდ ნუ უყურებთ ბრძოლას. ის - ნამდვილი მებრძოლია და საუბარი იმაზე თუ რა არ
დაიმსახურა, სასაცილოა. - ციტირებს უაითს BJPenn.com-ი.

შეგახსენებთ, 11 ივლისს ალდო და პეტრ იანი UFC-ს მჩატე წონის ტიტულზე აბუ-დაბიში, მებრძოლთა კუნძულზე იბრძოლებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული