"ყველას დამარცხება შემიძლია, ვინც გინდათ მოიყვანეთ! რუსეთი ოკუპანტია, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20% აქვს მითვისებული" - რა თქვა დვალიშვილმა ალდოს დამარცხების შემდეგ

AutoSharing Option
ჟოზე ალდოს დამარცხების შემდეგ ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"ჩემთვის ადვილია ბრძოლის თეიქდაუნებით მოგება და ეს ადრეც, ბრძოლამდეც ვთქვი. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვიყავი, თუ როგორ იცავდა ჩემი მეტოქე თავს.

ვფიქრობ, ჭკვიანურად ვიმოქმედე, რადგან მეტოქეს ჩემი პარტერში გადაყვანა უნდოდა, მე კი ზედმეტი ენერგია არ დამიხარჯავს.

ალდო ლეგენდაა, რომელსაც ფეხის კარგი დარტყმა აქვს. ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს დგომში ბრძოლით. 

მეორე რაუნდის შემდეგ უფრო აქტიური გავხდი და ეს ვიგრძენი, შევუტიე, მაგრამ მუხლი დამიხვედრა და მივხვდი, რომ ძალიან არ უნდა გამერისკა, მე
ხომ უდიდეს სპორტსმენს ვეუპირისპირდებოდი.

მას შეხვედრის დასრულების შემდეგაც ვესაუბრე და შემიძლიათ გითხრათ, რომ ის ძალიან თავმდაბალი ადამიანია და მინდა, ბრაზილიელს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო.

ვფიქრობ, ჩემს დივიზიონში ნებისმიერის წინააღმდეგ ორთაბრძოლა შემიძლია, ჯანმრთელი ვარ, არაფერი მაწუხებს და ოქტაგონზე 1 თვეში დავბრუნდები.

ხალხი ჟოზეს სახელს სკანდირებდა? - ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. მთლიანად ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული, რადგან პროფესიონალი სპორტსმენი ვარ.

გულშემატკივარმა შესაძლოა, შენი სახელის სკანდირება დაიწყოს ან მეტოქის, ეს სპორტის განუყოფელი ნაწილია.

უკვე საკმაო რაოდენობის გამოცდილება და ორთაბრძოლა დამიგროვდა იმისათვის, რომ მსგავს რაღაცებს ყურადღება არ მივაქციო. შესაძლოა, ჩემი სახელის სკანდირებას უფრო მეტი ენერგია მოეცა, მაგრამ მე უბრალოდ ჟოზე ალდოს წინააღმდეგ ვიბრძოდი და ხალხს ის უყვარს". 

ჟურნალისტებმა ფაფახის გამო მერაბს კითხვა ხაბიბ ნურმაგომედოვთან მსგავსების შესახებაც დაუსვეს და უთხრეს, რომ ბრძოლის სტილიც მისნაირი აქვს...

"ჩვენ ერთი კუთხიდან, კავკასიიდან ვართ. ნურმაგომედოვი სპორტის ლეგენდაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის სულ სხვანაირი და მას ვერ მივბაძავ. ჩვენი კულტურა საერთოა, მაგრამ რელიგია სხვა.

ხაბიბი რუსეთის სახელით ასპარეზობს, ადრე დაღესტანელებს კი დამოუკიდებელი ქვეყანა ჰქონდათ.

ხედავთ ამ რუკაზე საქართველოს? - 2008 წელს რუსეთმა მისი ცენტრალური ნაწილი მიითვისა, როდესაც მე დავიბადე კი დასავლეთით აფხაზეთი. რუსეთი ოკუპანტია, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20% აქვს მითვისებული.

ისინი ამას აკეთებენ უკრაინაშიც, სადაც უამრავი მშვიდობიანი მოსახლე იხოცება, ჩვენ კი ვერაფერს ვაკეთებთ...

ჩემი დიდი პატივისცემა და ხაბიბს, მაგრამ მე მერაბ დვალიშვილი ვარ", - თქვა დვალიშვილმა.

ბოლოსკენ მერაბმა ქართველებს მშობლიურ ენაზე მიმართა და თქვა, რომ საქართველო ძალიან უყვარს და გვერდში დგომისთვის მარდლობას იხდის.

მან ქართველ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და თქვა, რომ ყველაფერი წინაა.

alt"ქართველებს არ აფასებენ, მერაბ, მაგარი ხარ!" - მაკრეგორი დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება

altარის! დვალიშვილმა ბრაზილიელი ლეგენდა უშანსოდ დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
აბსოლიტურად ადეკვატური და მართალი სიტყვები... უდიდესი წარმატებები მერაბს მომავალში!
ვახო...
17:09 21-08-2022
0
Რაც ამდენი წელი ქართულ ოცნებას ვერ დავაცდევინეთ ამ კაცურმა კაცმა უცებ გააგონა მთელს მსოფლიოს, წამატებები ამ ქართველ ვაჟკაცს!
Irakli
16:43 21-08-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული