UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი აბუბაქარ ნურმაგომედოვი ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს სოცქსელის მეშვეობით დასცინის.
აბუბაქარი "ინსტაგრამზე" ფოტოს აქვეყნებს, სადაც ხაბიბს კონორი ჰყავს პარტერში გადაყვანილი და ფოტოს შემდეგ წარწერას უკეთებს:
"ეს როცა კორონავირუსი გაქვს და ვერ სუნთქავ."
შეგახსენებთ, ნურმაგომედოვი და მაკგრეგორი ერთმანეთს 2018 წელს შეხვდნენ, სადაც მეოთხე რაუნდში რუსმა გაიმარჯვა. ბრძოლის შემდეგ მებრძოლებს ერთმანეთის გუნდელებთანაც მოუწიათ ჩხუბი. კონორმა კი აბუბაქარს თვალთან ჭრილობა მიაყენა.