როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რამზან კადიროვის "ტელეგრამ არხი" იტყობინება, UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ლეკი ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა აბდულმანაპ ნურმაგომედოვი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა.
"სამწუხარო ამბავმა მოაღწია ჩემამდე, მეგობრებო, აბდულმანაპ ნურმაგომედოვი აღარ არის. მთელი ჩეჩნეთის სახელით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და გამოვთქვამ მწუხარებას. ის წავიდა, თუმცა ჩვენ შორის კეთილი სახელი დატოვა! ასეთია ღმერთის განგება და განაჩენი.
ჩვენ შევთხოვთ ღმერთს, რომ აპატიოს შეცოდებები მის მონას და სამოთხეში დაუმკვიდროს ადგილი. ალაჰმა მისცეს მის ახლობლებს ძალა ამ ყველაფრის გადატანისა! ყველა ჩვენგანი ღმერთს ეკუთვნის და ადრე თუ გვიან მასთან დავბრუნდებით." - წერია განცხადებაში.
57 წლის აბდულმანაპ ნურმაგომედოვი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში 25 აპრილს დააწვინეს, 3 მაისიდან კი მოსკოვში მკურნალობდა.
ა.ჩ.ყ !!!!