UFC-ის მებრძოლი მაიკ პერი, რომელმაც ორი კვირის წინ ინოვაცია შეიტანა შერეულ ორთაბრძოლებში და მის კუთხეში მწვრთნელის ნაცვლად შეყვარებული მიიწვია, დღეს სერიოზულ სკანდალში გაეხვა.
ერთ-ერთ ბარში პერის დაპირისპირება მოუვიდა. გაშველების მომენტში მას შედარებით ასაკიან კაცთან შელაპარაკება მოუხდა. მაიკი ჯერ დაემუქრა მას: "მე ვცემ შენს ბებერ ტ*აკს", ხოლო შემდეგ კი შემოარტყა და დაანოკაუტა.
ამის შემდეგ კი დაცვა ჩაერია და მებრძოლი დააშოშმინეს.