ლიანა ჯოჯუამ UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 16 ივლისს, გაერთიანებულ საემიროებში, UFC-ის "მებრძოლთა კუნძულზე" პირველმა ქართველმა ლიანა ჯოჯუამ იბრძოლა.

ბრძოლა პირველივე რაუნდში დასრულდა, როცა ლიანამ მოწინააღმდეგე დიანა ბელბიცე მტკივნეული ილეთით დაამარცხა და აიძულა, დანებებოდა.

ჯოჯუას ამჟამად 1 მოგება და 1 წაგება აქვს.

შეგახსენებთ, შემდეგი ქართველი, ვინც "მებრძოლთა კუნძულზე" იჩხუბებს, ნახევრადმძიმეწონოსანი რომან დოლიძეა. რომანი უკვე საემიროებშია და კარანტინი გუშინ დაასრულა. ის რუს ხადის იბრაგიმოვს 19 ივლისს დაუპირისპირდება.



მკითხველის კომენტარები / 10 /
ლიანას გამარჯვებას ვულოცავ,მაგრამ მაინც ვფიქრობ,რომ ჩხუბი,გოგონების საქმე არ არის,თუნდაც ოპერატორების გულისამრევი მუშაობის გამო.თქვენც ხომ უყურებთ ამ ჩანაწერს და ხედავთ,რომ მათ, უშუალოდ ბრძოლა, არც აინტერესებდათ და არც უჩვენებიათ.სულ სხვაგან ჰქონდათ ყურადღება გადატანილი.
სოსო
13:39 16-07-2020
2
არ არის ეს ქალების საქმე! ძალიან ცუდი სანახავია. საერთოდ უნდა აიკრძალოს ეს სპორტი. აგერ ხელიც კი მოსტეხა და რამდენიც კი ეწირება სიცოცხლის საფასუად.
zauri
14:38 16-07-2020
5

სიახლეები პოპულარული