მეტოქე ფეხზეც ვერ წამოდგა - რომან დოლიძის ბრწყინვალე დებიუტი UFC-ში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა MMA მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში დებიუტი ბრწყინვალე გამარჯვებით აღნიშნა და 25 წლის დაღესტნელი მეტოქე ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

ბრძოლა ორივე სპორტსმენმა ფრთხილად დაიწყო, ერთ-ერთი ეპიზოდში კი დოლიძე ოქტაგონზე დაეცა, თუმცა იბრაგიმოვმა ამით ვერ ისარგებლა და მალე რომანის მუხლი მოხვა ყბაში და პაექრობაც დასრულდა. კარგა ხნის განმავლობაში ლეკი მებრძოლი ფეხზე ვერ დგებოდა და ვერც გაეგო რა ხდებოდა.

32 წლის რომან დოლიძისათვის ეს კარიერაში მე-7 ბრძოლა იყო და ქართველმა მე-7 გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ UFC-ში დებიუტი მხოლოდ ახლა
ჰქონდა მძიმეწონოსანმა მებრძოლმა ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის კარი საკმაოდ ხმაურიანად შეაღო.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ჯიგარი ხარ რომან როგორც მოიქეცი, ეგრე მოუხდება რუსეთის სახელით გამოსულ ყველა სპორტსმენს ! რუსეთის ნებისმიერ გუნდში თამაში სირცხვილია და რუსების დროშის ქვეშ ბრძოლა კი მით უმეტეს ! ოქრო ხარ !
ნიკოლოზი
21 ივლისი 2020 17:55
1
"დოლიძეები" მისი მოწინააღმდეგეები უფრო არიან, ვიდრე თვითონ. ისეთს უბრახუნებს ))))
KORBEN
19 ივლისი 2020 10:55
1
იბრაგიმავ ჭოო აი სახე ჩამოარტყი სადმე თუ რა ბელააა)))
ჩორნა
19 ივლისი 2020 12:09
2
რომან გილოცავ ძმაო. ჯიგარი ხარ. აი ძაან მიყვარხარ და ვამაყობ შენით. მიდი ძმაო მიდი. უფალი გგარავდეს ჯიგარო....❤
თემო
20 ივლისი 2020 13:46
0
ლექსოს ვეტანხმები.ვიღაც ავადყოფი აეკიდა კორბენას და მაგისი სახელით პოსტავს.მსოფლიო სპორტის საიტზე კორბენას კომენტარებისთვის შევდივარ და ჩემნაირი ბევრია იქ.რა დონეზე უნდა ტკიოდეს ვიღაცას ტვინი რომ დღე და ღამე კორბენას გამწარებაზე ფიქრობდეს,რამდენი უსაქმურია ამ ქვეყანაში.
@elle@
19 ივლისი 2020 12:41
6

სიახლეები პოპულარული