რომან დოლიძე: საქართველოსა და დაღესტანს ერთი მთა ჰყოფს, ერთი რეგიონიდან ვართ, მაგრამ ის უპატივცემლოდ მომექცა

AutoSharing Option
გუშინ, 19 ივლისს რომან დოლიძემ სადებიუტო მატჩში რუსი ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ბრძოლამდე საინტერესო იყო პარასკევს გამართული პრეს-კონფერენცია, სადაც ხადისმა რომანზე გაიწია და UFC-ის პრეზიდენტს დეინა უაითს მოუწია მისი შეჩერება. შეხვედრის შემდეგ, რომანმა ამ ეპიზოდზე ისაუბრა.

"UFC-ში ბევრი ადამიანი ქათამივით იქცევა. რაც ხადისმა გააკეთა უპატივცემლობა იყო. მე ვარ საქართველოდან, ქვეყნიდან, რომელიც დაღესტანთან ახლოს არის. ხადისი დაღესტნელია. ჩვენ ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, უბრალოდ უნდა გამოვდიოდეთ და საქმეს ვაკეთებდეთ.

გაკვირვებული ვიყავი, როცა ასე მოიქცა. ორივე ერთი რეგიონიდან ვ
ართ, ერთი მთა გვაშორებს. არ მომწონს ასე, როცა იქცევიან, თუმცა მსგავსი საქციელები დამატებით მოტივაციას მაძლევს.

მზად ვარ ხვალეც ვიბრძოლო, მოუთმენლად ველოდები ახალ მოწინააღმდეგეს და თარიღს." - ისაუბრა რომანმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
Dagestani hveni ertguli mezobelia.rac moxta shous nawilia.vulpocav warmatebul debiuts.
Amiko
20 ივლისი 2020 12:31
3
მაინც სპორტი არ არის, უფრო ცხოველებს გვანან
ზურა
20 ივლისი 2020 11:16
17
ქათამი იყო არასწორი, დანარჩენი შოუს ნაწილია... ესეც აცანცარდა პრესკონფერენციაზე
მ.მ
21 ივლისი 2020 23:58
8
ხო არ სჭირდება ზედმეტი დრამატიზირება ამ ამბავს, ეს იუევსია და აქ მოსულა ეგეთები სადაც მიდიხარ იქური ქუდი უნდა დაიხურო, და კიდევ ამ ამბის პოლიტიკურ ამბავად გადაქცევა პროსტა უზრდელობაა, და სისულელე
fani
20 ივლისი 2020 16:00
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული