UFC-ის მებრძოლის უღირსი საქციელი, მოწინააღმდეგეს საჭმელში ჩაუფურთხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC-ის მძიმეწონოსანი დერეკ ლუისი ცნობილია არა მხოლოდ კარგი მებრძოლის სახელით, არამედ სკანდალური საქციელებითა და განცხადებებით.

მისი უღირსი საქციელები, ვინ იცის, როდიდან იწყებს თვლას, თუმცა პირველი ყველაზე გამორჩეული იყო, როდესაც ტრევის ბრაუნი დაანოკაუტა და მის შეყვარებულს "შებმა" დაუწყო.

ამ საქციელმა ლუისის მიმართ უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია.

ხშირად დერეკი არ ერიდება ლანძღვასა და ადამიანების შეურაცხყოფებსაც, თუმცა, რაც ამჯერად გააკეთა, ყოველგვარ საზღვარს სცდება.

კვირას, 9 აგვისტოს, ის ალექსანდრ ოლეინიკს დაუპირისპირდება. მებრძოლები ლას-ვეგასში იმყოფებიან და UFC-ის დარბაზში ვარჯიშობენ. ამავე დარბაზში პროფესიონალი დიეტოლოგები ზრუნავენ მათ კვებაზეც.
ცალკე და არანაკლებ საინტერესო საკითხია, როგორ აღმოჩნდა ლუისისა და ოლეინიკის საჭმელი ერთად, მაგრამ ის, რაც გააკეთა დერეკმა, აბსოლუტურად სხვაა.

მან ოლეინიკის საჭმელი გახსნა და შიგნით ჩაფურთხება დაიწყო. ვიდეო სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და შერეული ორთაბრძოლების ფანებმა მძიმეწონოსანს უხვად მიაყარეს ლანძღვა.

იხილეთ ვიდეო.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვენაცვალე კუკ-კლუს კლანს!
დავით 67
03:18 07-08-2020
2
ამისთვის რომ მასე გაეკეთებიდათ მერე ტცინს მოტ... დნენ რასიზმით
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული