VIDEO: ბოდიშს გიხდით ვიდეოს ცუდი ხარისხის გამო. UFC-ის შეზღუდვების გამო უკეთესი მასალის მოპოვება ვერ შევძელით
დასრულდა UFC 252-ის მთავარი ქარდის პირველი შეხვედრა, სადაც ჩვენებური მერაბ დვალიშვილი ლეგენდარულ ჯონ დოდსონს დაუპირისპირდა.
3 რაუნდის განმავლობაში მერაბი უპირატესობას ფლობდა და დოდსონს დგომშიც ჯობნიდა. 171 დარტყმიდან მან 88 მოწინააღმდეგეს გაარტყა და 2 თეიქდაუნიც გაუკეთა.
3 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ მსაჯებმა გამარჯვება მერაბს ერთპიროვნულად მისცეს.
"მადლობა ღმერთს და UFC-ის, მშენებლობაზე მუშაობა აღარ მიწევს. ახლა მთელ დროს ვარჯიშებს ვუთმობ. შონ ო'მალის წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ შემდეგ მოწინააღმდეგედ მას ვიხილავდი." - განაცხადა ჩვენებურმა ბრძოლის შემდეგ.