"მშენებლობაზე აღარ მიწევს მუშაობა" - მერაბ დვალიშვილმა UFC-ს ლეგენდა გაანადგურა და მომავალი "მაკგრეგორი" გამოიწვია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
VIDEO: ბოდიშს გიხდით ვიდეოს ცუდი ხარისხის გამო. UFC-ის შეზღუდვების გამო უკეთესი მასალის მოპოვება ვერ შევძელით

დასრულდა UFC 252-ის მთავარი ქარდის პირველი შეხვედრა, სადაც ჩვენებური მერაბ დვალიშვილი ლეგენდარულ ჯონ დოდსონს დაუპირისპირდა.

3 რაუნდის განმავლობაში მერაბი უპირატესობას ფლობდა და დოდსონს დგომშიც ჯობნიდა. 171 დარტყმიდან მან 88 მოწინააღმდეგეს გაარტყა და 2 თეიქდაუნიც გაუკეთა.

3 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ მსაჯებმა გამარჯვება მერაბს ერთპიროვნულად მისცეს.

"მადლობა ღმერთს და UFC-ის, მშენებლობაზე მუშაობა აღარ მიწევს. ახლა მთელ დროს ვარჯიშებს ვუთმობ. შონ ო'მალის წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ შემდეგ მოწინააღმდეგედ მას
ვიხილავდი." - განაცხადა ჩვენებურმა ბრძოლის შემდეგ.



მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები ლომო, გვეამაყებით
irakli
08:23 16-08-2020
1
გენაცვალე მერაბ! მადლობა რომ გვასახელე
buba
13:37 16-08-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული