UFC-ის საშუალო წონის (83 კგ) მებრძოლმა პაულო კოსტამ ისრაელ ადესანიასთან გასამართი ბრძოლის წინ თავისი მეტოქე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
"ადესანია უპატივცემულო მებრძოლია. ვინც არ იცით, არსებობს Google-ი და შეგიძლიათ ყველაფერი ნახოთ. გადახედეთ, რა საშინელებებს საუბრობს ამერიკელების შესახებ. ამიტომაც არ მომწონს იგი. გარდა ამისა, ჩემი მისამართითაც ანალოგიურად იქცევა. ეს ჩემთვის პირადი ბრძოლაა".
ადესანიასა და კოსტას ორთაბრძოლა 27 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. ბრაზილიელს შანსი აქვს, ნიგერიელ-ახალზელანდიელ მებრძოლს ჩემპიონის ქამარი წაართვას.
აღსანიშნავია, რომ ორივე მებრძოლი დაუმარცხებელია.
14:55 25-09-2020
პაულო კოსტა: აი, ამიტომ არის პირადი ბრძოლა!
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
სიახლეები
პოპულარული