მერაბ დვალიშვილის მომავალი მეტოქე კოდი სტამანი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" ქართველი გულშემატკივრების კომენტარებს ძალიან უზრდელურად და თავხედურად უპასუხა.
ქართველმა გულშემატკივარმა გიგა მაისურაძემ სტამანს ფოტოზე დაუწერა: "ინანებ, მერაბთან ბრძოლას რომ დათანხმდი." და მებრძოლმა კი საპასუხოდ დაწერა: "შენი მშობლები ინანებენ შენს გაჩენა."
კიდევ ერთმა ქართველმა კოდის დაუკომენტარა: "წაგებული გაქვს ძმაო. მერაბი დაგანგრევს." რაზეც ამერიკელმა ასევე აგრესიულად და უზრდელურად უპასუხა: "დვალიშვილის მოგებაზე ფსონად საკუთარ სახლს ჩამოდი ნაბ...რო ლუზერო."
საკმაოდ ბევრი იყო უხეში და უტაქტო კომენტარი მისგან, თუმცა თავად მერაბის მისამართით ნეგატიური არაფერი დაუწერია.
შეგახსენებთ, ბრძოლა 5 დეკემბერს გაიმართება.